თბილისის X საერთაშორისო
ლიტერატურული ფესტივალი

19-23 სექტემბერი, 2025

ორგანიოზატორი: საქართველოს პენცენტრი

თემა: “კალამი დუმილის წინააღმდეგ”

Download Catalogue

წელს თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი მეათედ ტარდება, თუმცა წლევანდელი კონტექსტი ჩვენთვის უჩვეულო და რთულია, რადგან მწერალთა და მკითხველთა დიდი ნაწილი უკვე თითქმის მთელი წელია, უპირისპირდება ავტორიტარულ სახელმწიფოს. ქვეყანას 60-მდე პოლიტპატიმარი ჰყავს, ციხეში არიან პოეტი ზვიად რატიანი და ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. 2025 წლის ფესტივალის მთავარი თემაც – კალამი დუმილის წინააღმდეგ – თანამედროვე საქართველოს რეალობას ეხმიანება: ეს არის დუმილი, როგორც თანხმობის მეტაფორა, თანხმობისა იმაზე, რაც თრგუნავს, ზღუდავს და ანადგურებს თავისუფალ აზროვნებას; დუმილი, როგორც შიში რეპრესიის, ცენზურის, ძალადობის წინაშე, დუმილი, როგორც კონფორმიზმი, თვითცენზურა; დუმილი, როგორც უარი ბრძოლაზე, სოლიდარობაზე, ჩაგრულთა დაცვაზე.

წლევანდელი ფესტივალის თემა მხოლოდ ცენზურას ან პოლიტიკურ რეპრესიებს არ ეხმიანება, ის გაჩუმების, დადუმების სხვა ფორმებსაც მოიცავს: ისტორიული მეხსიერების წაშლას, კულტურული იდენტობის დეფორმაციას, კრიტიკული აზროვნების დათრგუნვას, მრავალფეროვნების განადგურებას.

კალამი – სიტყვით ბრძოლის სიმბოლო – ლიტერატურის უკომპრომისო პასუხია ამ სიჩუმეზე.

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 2015 წელს დაარსდა „მწერალთა სახლში“ და ქვეყნის კულტურული ლანდშაფტის განუყოფელ ნაწილად, კავკასიის რეგიონში უნიკალურ ლიტერატურულ მოვლენად იქცა, რომელიც ხელს უწყობს მრავალფეროვანი კულტურული პროცესის განვითარებას და თბილისს რეგიონულ კულტურულ ცენტრად აქცევს. ფესტივალის განმავლობაში იმართება თემატური დისკუსიები, პრეზენტაციები, შეხვედრები ქართველ და უცხოელ მწერლებთან, ლიტერატორებთან, მთარგმნელებსა და პერფორმერებთან. ფესტივალი თანამედროვე სახელოვნებო პროცესებთან წვდომის საშუალებას აძლევს ლიტერატურითა და ხელოვნებით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას. ცხრა წლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს 200 მდე ავტორი ეწვია 40-ზე მეტი ქვეყნიდან, ჩატარდა 300-ზე მეტი კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიება.

ბოლო ორ წელიწადში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა კულტურის სფეროს. სამთავრობო ორიგანიზაციების კარი ჩაიკეტა დამოუკიდებელი მწერლებისა და ხელოვანებისთვის. 2024 წელს ლიტერატურული ფესტივალი „პენ საქართველოს“ – სიტყვის თავისუფლების, სამწერლო და ჟურნალისტური საქმიანობის დამცველი ორგანიზაციის – ეგიდით გაიმართა. ამით დაიწყო ფესტივალის სიცოცხლის ახალი ეტაპი: სახელმწიფო ინსტიტუტების მონაწილეობის გარეშე, ალტერნატიულ სივრცეებში.

ორგანიზატორებისთვის წლევანდელი ფესტივალი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, მეტ ადამიანს მივაწვდინოთ საპროტესტო ხმა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. იმედი გვაქვს, რომ წლევანდელი ფესტივალიც დარჩება საქართველოს ლიტერატურული ცხოვრების ისტორიაში, როგორც საინტერესო და შთაგონების მომცემი მოვლენა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლის ნაწილი.

2025

პროგრამა

September 23, 2025
18:00 - 19:00
გიორგი კეკელიძე, დავით ქართველიშვილი მოდერაცია: ზვიად კვარაცხელია
20:00 - 21:00
ქართველი პოეტები კითხულობენ მიხა ხელაშვილის ლექსებს
20:15 - 21:00
წიგნის პრეზენტაცია: „იაკობის ჭასთან“
September 20, 2025
15:15 - 16:15
მონაწილეები: დავით ჩიხლაძე, ანა კორძაია-სამადაშვილი
16:15 - 17:30
ლუდმილა დიადჩენკო (უკრაინა), სიონი (ისლანდია), ივარს შტეინბერგსი (ლატ
18:30 - 19:00
ესაუბრება ოქტაი ქაზუმოვი
19:15 - 19:45
ესაუბრება ქეთევან ხუსკივაძე
September 21, 2025
14:00 - 15:00
პაატა შამუგია, ტორესა მოსი მოდერაცია: თამთა მელაშვილი
September 23, 2025
of the 9th Tbilisi International Festival of Literature

Partners and Supporters

The 10th Tbilisi International Festival of Literature, which has been held since 2015, is supported by various local and international, governmental and non-governmental organizations.

This year, the role of our supporting organizations is particularly significant in the realization of the festival.

We present to you the sponsors and partners of the 9th Tbilisi International Literary Festival: