ჟოფია ბალდიგა (ჩეხეთი)

პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა 1987 წელს ვარშავაში. ვარშავის უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი სამხრეთ და დასავლეთ სლავთა კვლევების მიმართულებით. წერს პოლონურ და ჩეხურ ენებზე. გამოქვეყნებული აქვს პოეზიის 4 კრებული პოლონურ ენაზე: „პასპარტუ“ (2006), „თანხმოვნები“ (2010), „ვინ იყიდის ასეთ პატარა ქვეყნებს“ (2017) და „კონტინენტური კლიმატი“ (2021). მისი პირველი ჩეხურენოვანი წიგნი – „ბოლო მოგზაურობების დღიურები“ – 2023 წელს გამოქვეყნდა. ძირითადად, თანამედროვე ჩეხურ და სლოვაკურ პოეზიას თარგმნის პოლონურად, ზოგჯერ – სომხურ პოეზიასაც. ამჟამად ცხოვრობს პრაღაში და მუშაობს სოციალური მუშაკის პოზიციაზე არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც კონსულტაციებს სთავაზობს მიგრანტებს.

 

ბგერის კვალში / საზღვრის გადაკვეთა

 

კონტინენტის კიდემდე ფეხით. სილუეტად, ზამთარი რომ გავასულელო.

მაკვირდებიან საზღვრები და კრინტს არ ძრავენ ნაადრევად მოსულ წკვარამთან თანხმობის ნიშნად.

 

ხმებს პირს ვაქცევ და გზის კიდეზე ვჯდები ზურგით მუსიკისაკენ.

მდინარეც კი იძირება ხმაში, არ სურს, რომ დაინახონ.

არც კი არსებობს კონტინენტი, მანამ, სანამ არ წარმოიდგენ.

სანამ გულმკერდში არ შემოუშვებ.

 

ეს უნდა ქნა, სანამ გასკდება.

უნდა ვიჩქმიტო, რამე რომ ვიგრძნო.

 

საზღვარს ცხელება აქვს და მუშტებს კრავს,

რათა წყლიდან ამომავალი ხიდი დაახშოს.

 

პწკარედი ჩეხურიდან სალომე ხარძეიშვილის

თარგმნა შოთა იათაშვილმა

 

Information

Follow