თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის თანადამფუძნებელი, იდეის ავტორი

ლელა შუბითიძე

ლელა შუბითიძე განათლებით ისტორიკოსია, თუმცა 2006 წლიდან კულტურისა და ლიტერატურის მენეჯმენტში მუშაობს. 2006 წლიდან 2011 წლამდე ლიტერატურული კაფე „ქარავანის“ არტ-მენეჯერია, რომელიც თბილისის ერთ-ერთი წარმატებული ლიტერატურული სივრცე იყო. „ქარავანის“ ლიტერატურული შეხვედრებისა და პროექტების გამო  ჟურნალმა „ცხელმა შოკოლადმა“ წლის ადამიანად დაასახელა. 2012 წლიდან მუშაობს  „მწერალთა სახლში“, თავდაპირველად როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროექტების მენეჯერი, მოგვიანებით კი მწერალთა სახლის დირექტორის მოადგილე.

იყო მწერალთა სახლში განხორციელებული ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების ავტორი და აქტიური მონაწილე. მნიშვნელოვანი პროექტებია : თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, ლიტერატურული პრემია „ლიტერა“, მთარგმნელობითი პრემია „ლიტერა“, დავით სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმი, რეპრესირებული მწერლების მუზეუმი რეგიონებში, „მწერალთა სახლი შიდა ქართლის სკოლებისათვის“, ქართული ჟურნალ-გაზეთები პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში (1918-1921) და სხვ.

Information

Follow