დარიუშ სოსნიცკი (პოლონეთი)
დაიბადა 1969 წელს. ცხოვრობს ქალაქ პოზნანში. განათლებით ფილოსოფოსია, თუმცა ცნობილია, როგორც პოეტი, რედაქტორი, მთარგმნელი და ლიტერატურის კრიტიკოსი. გამოცემული აქვს 12 ორიგინალური პოეტური კრებული და თარგმანების 2 წიგნი. 1994-1996 წლებში იყო ცნობილი პოლონური ორკვირეული ლიტერატურული ჟურნალის „Nowy Nurt”-ის რედაქტორი და თანადამფუძნებელი, ხოლო 2015-1020 წლებში გამომცემლობა „Ossolineum“-ის მთავარი რედაქტორი. ამჟამად მუშაობს გამომცემლობაში „Filtry Publishing House“ და შემოქმედებით წერას ასწავლის პოზნანის ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტში. 2001 წელს იყო აიოვას უნივერსიტეტის სამწერლო სარეზიდენციო პროგრამა IWP-ის მონაწილე, ხოლო 2023 წელს მოიპოვა ალბრეხტ ლემპის სტიპენდია Literarisches Colloquium Berlin-ში.
მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიბეჭდება სოსნიცკის ესეების პირველი წიგნი „შეშლილი კარლის ორმაგი კბილები. ჩანახატები ფრონტიდან“. მისი წერილები და ნაწარმოებები რეგულარულად იბეჭდება პოლონურ ჟურნალებში „Dwutygodnik” და “Czas Kultury“.
მარლევო
ზამთარში, მაშინ, როცა ყინვა ატანს კედლებში,
ნასვრეტებში სვიტერის და კანის ფორებში,
აქედან ვერსად ვერ გაიქცევი,
თუმც კი ქალაქი თავისაკენ გიხმობს ხმამაღლა.
ვერც გაზაფხულზე. ის სოფლელ ქურდებს აღვიძებს ჯერ,
მერე კოღოებს
და გადადის ზაფხულში – ყველაზე დაუნდობელში.
შემოდგომაზე კუთხეებში ნესტი ჩადგება,
კარადის უკან, ტახტის უკან ბათქაში და აქერცლილი საღებავია,
სუნი, რომელიც თავს გატკივებს.
ფეხსალაგამდე, ჭამდე, ნაგვის ღრმა ორმომდე
მიმავალი გათელილი სამი ბილიკი –
შემოდგომაზეც ვერ გაიქცევი.
პოლონურიდან პწკარედი კატია ვოლტერსის
თარგმანი შოთა იათაშვილის
