თბილისის IX საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი
თარიღი: 27-30 სექტემბერი, 2024 წელი
ორგანიზატორი: საქართველოს პენცენტრი
თემა: “პროტესტი ლიტერატურაში და ლიტერატურის მიღმა”
განსაკუთრებული ვითარება: რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტის ფონზე
ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო უხეში ჩარევა კულტურის სფეროში მისი დამორჩილების მიზნით, შედეგად, არაერთმა კულტურულმა დაწესებულებამ, მათ შორის ფესტივალის ტრადიციულმა ორგანიზატორმა – მწერალთა სახლმა – დაკარგა დამოუკიდებლობა. რამდენადაც შემოქმედებითი პროცესების დამოუკიდებლობის შენარჩუნება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება გადამწყვეტია კულტურასა და ხელოვნებაში, 2024 წელს ფესტივალის ორგანიზატორი პენ საქართველო გახდა. ფესტივალის მთავარი თემა იყო „პროტესტი ლიტერატურაში და მის მიღმა“, რაც პირდაპირ უკავშირდებოდა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობას „რუსული კანონის“ წინააღმდეგ.
ფესტივალის სტურმებს ჰქონდათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ ქართული წარმოშობის ინგლისელ მწერალს, ლეო ვარდიაშვილის, რომლის სადებიუტო რომანსაც დიდი წარმატება ხვდა წილად ბრიტანეთში და მის ფარგლებს გარეთ.
2024
Programme
პანელ-დისკუსია: ხელოვნება როგორც პროტესტისა და სოციალური წინააღმდეგობის ფორმა
საბჭოთა წარსულის აჩრდილი
თბილისის მე-9 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი
სპონსორები და პარტნიორები
საერთაშორისო, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით.
წელს ფესტივალის განხორციელებაში ჩვენი მხარდამჭერი ორგანიზაციების როლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
წარმოგიდგენთ თბილისის მე-8 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის სპონსორებსა და პარტნიორებს:
