პროზაიკოსი და მუსიკოსი ერეკლე დეისაძე 1990 წელს დაიბადა ქუთაისში. დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. 2010 წელს გამოსცა კრებული „საიდუმლო სირობა“, რომელსაც საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. 2012 წელს დააარსა პანკ-ჯგუფი „40 კილომეტრში“. გადაიღო პოლიტიკური ხასიათის კლიპები. 2013 წელს შექმნა მუსიკალური პროექტი Eko & Vinda Folio. 2013 წელს გამოსცა რიგით მეორე წიგნი „დამლაგებელი“,რომელიც იმავე წელს პრემია ,,საბა’’-ს ნომინანტი იყო.; 2014 წელს ითამაშა უკრაინელი რეჟისორის ვლადიმერ სნეგურჩენკოს სპექტაკლში ,,ჩრდილოეთის ციალი’’ რომელიც ახმეტელის თეატრში დაიდგა. 2014 წელს პროექტი Eko & Vinda Folio ,,ელექტრონავტი 2014’’-ის ლაურეატი გახდა ნომინაციაში - წლის საუკეთესო ვიდეო, სიმღერისთვის ,,რაც მამას უნდა’’. 2015 წელს დაწერა სიმღერის ტექსტი საბავშვო ევროვიზიისთვის. 2016 წელს gamovida misi მესამე წიგნი ,,რუსული არდადეგები’’ რომელიც რუსეთ-საქართველოს ომს ეხება. ერეკლე დეისაძემ დაწერა მუსიკა სპექტაკლებისთვის - ,,ბეჩავი’’ - სამეფო უბნის თეატრი (2015) და ,,გათვლა’’ - თოჯინების თეატრი (2017).