თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის თანადამფუძნებელი და ლიტერატურული კონსულტანტი

შოთა იათაშვილი

შოთა იათაშვილი დაიბადა 1966 წელს. პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი, კრიტიკოსი.

ავტორია 10 პოეტური  და 4 პროზაული კრებულის, 2 რომანის, ერთი ზღაპრის, კრიტიკული წერილების ერთი კრებულისა და ნათარგმნი წიგნების.

არის ლაურეატი შემდეგი პრემიების: „საბა“ (2007 – პოეზია, 2011 – კრიტიკა), „ლიტერა“ (2020 – პოეზია), „თავისუფალი ლიტერა“ (2022 – რომანი), „კიევსკიე ლავრი“ (უკრაინა, 2009), კლემენს იანიცკის სახელობის პრემია წიგნისათვის „ოქროს კვეთა“ (პოლონეთი, 2018), კრისტალის პრემია ვილენიცას საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე (სლოვენია, 2018) და პრემია საუკეთესო ლექსისათვის ფესტივალზე „პლოვდივი-ორფეოსი“ (ბულგარეთი, 2022).

მისი ნაწარმოებები ნათარგმნია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, ესპანურ, ნიდერლანურ, პორტუგალიურ, უკრაინულ, პოლონურ, ჩეხურ, სლოვენიურ, სერბიულ, ბულგარულ, რუმინულ, რუსულ, ბელარუსულ, ჩინურ, კორეულ, შვედურ, ფინურ, ესტონურ, ლატვიურ, ლიეტუვურ, თურქულ, არაბულ, ალბანურ, სომხურ, აზერბაიჯანულ ენებზე.

უკრაინაში, პოლონეთსა და აზერბაიჯანში გამოცემულია მისი პოეტური კრებულები. შესულია ინგლისურად, გერმანულად, ჰოლანდიურად, იტალიურად, რუსულად, უკრაინულად, შვედურად, აზერბაიჯანულად გამოცემულ ქართველი ავტორების სხვადასხვა ანთოლოგიებში.

ამჟამად არის თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის რედაქტორი.

Information

Follow