ელიზა კონცკა (პოლონეთი)
ელიზა კონცკა (დაიბ. 1982) მწერალი, ესეისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი და მკვლევარია. მას მიღებული აქვს აკადემიური ხარისხი პოლონეთის კვლევებსა და ინტერდისციპლინურ ჰუმანიტარული მეცნიერებებში და ვარშავის უნივერსიტეტის პოლონეთის კვლევების ფაკულტეტზე ასისტენტ–პროფესორად მუშაობს.
ის რამდენიმე წიგნის ავტორია, მათ შორისაა „Elizje“, „საკუთარი თავის მეორე მხარეს“ „შეჯახების ზონა“ (Crash Zone) და „გუშინ მწვანედ ბრაზობდი“ რომელმაც მიიღო ლიტერატურული პრემია „ნიკე“.
ელიზა კონცკა თანამშრომლობს Tygodnik Powszechny–სა და სხვა კულტურულ მედიასაშუალებებთან. მის შემოქმედებაში ლიტერატურული რეფლექსია პირად გამოცდილებასთან და მძაფრ სოციალურ ხედვასთანაა შერწყმული.
