დოროტა მასლოვსკა (პოლონეთი)

დოროტა მასლოვსკა (დაბ. 1983) – მწერალი, დრამატურგი, ფელეტონისტი. მისი სადებიუტო რომანი – „პოლონურ-რუსული ომი თეთრ-წითელი დროშის ქვეშ“ (2002) XXI საუკუნის პირველი დეკადის ერთ- ერთი ყველაზე ხმამაღალი დებიუტი იყო პოლონეთში. ორი წლის შემდეგ გამოცემულმა „დედოფლის ფარშევანგმა“ მას პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული ჯილდო მოუტანა „ნიკე“ მოუტანა. 2014 წელს გამოვიდა მასლოვსკას მუსიკალური ალბომი „უსიამოვნო საზოგადოება“ რომელიც მან „Mister D.”-ის ფსევდონიმით გამიუშვა. მისი პიესები – „პოლონურად მოლაპარაკე ორი საწყალი რუმინელი“ (რეჟისორი ფშემისლავ ვოიჩეშეკი, 2006) და „ჩვენ ერთმანეთთან კარგად ვართ“ (რეჟისორი გჟეგოჟ იაჟინა, 2009) – დაიწერა თეატრ „TR Warszawa“-ს შეკვეთით.

დოროტა ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხშირად მოთხოვნადი ავტორია პოლონეთში. მისი ერთი პიესა რვაჯერ ხოლო მეორე ცხრაჯერ დაიდგა. სცენაზე არაერთხელ დადგმულა მისი რომანების ადაპტირებული ვარიანტები და თვით კულინარიული ფელეტონებიც კი. მასლოვსკას ნაწარმოებები ითარგმნა და დაიდგა გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ავსტრალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამჟამად ავტორი კვლავ თეატრ „TR Warszawa“-ს დაკვეთით მუშაობს.

Information

Follow