სეიმურ ბაიჯანი

აზერბაიჯანელი მწერალი და ესეისტი დაიბადა 1976 წელს. იგი სამხედრო სასწავლებელში, მოგვიანებით კი კავკასიის უნივერსიტეტში (საჯარო მმართველობის ფაკულტეტზე) სწავლობდა; უნივერსიტეტის დაუმთავრებლად მან ლიტერატურული კარიერის გაგრძელება არჩია. იგი რამდენიმე პროზაული კრებულის ავტორია. მისი მოთხრობები თარგმნილია რუსულ, ქართულ, უკრაინულ და ყაზახურ ენებზე. მისი ესეები და სვეტები რეგულარულად იბეჭდება აზერბაიჯანულ ბეჭდურ მედიაში. მას მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე რეგიონულ ლიტერატურულ პროექტში. იგი ელმარ ჰუსეინოვის ფონდის მიერ ორგანიზებული ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია.

ამონარიდი ესეიდან

რთულია წერო ცოცხალ, სახელგანთქმულ ადამიანებზე. შეაქებ მათ და ხალხი იტყვის: „მას შენი ქება არ სჭირდებაო“. იტყვიან: „ჩვენ მას ვიცნობთ, შენი ხელახალი წარდგენა ზედმეტიაო“. გააკრიტიკებ მათ და ხალხი გეტყვის: „შენს საქმეს მიხედე, ვინ ხარ, რომ აკრიტიკებო?“ ისინიც კი, ვისაც გულწრფელად ეზიზღება ის ადამიანი, ვისაც შენ აკრიტიკებ, შეეცდებიან უფრო ჭკვიანურად გამოიყურებოდნენ და ხელიდან არ გაუშვებენ შენს კბენის კარგ შესაძლებლობას. მიუხედავად ამისა, ამ უცნაურ სიტუაციაში ადამიანს მაინც უჩნდება სურვილი, გამოხატოს საკუთარი აზრი ცოცხალ დიდებულებზე. ერთ-ერთი ასეთი პიროვნება ორჰან ფამუქია. დიდი ხანია, რაც მასზე დაწერა მინდოდა, თუმცა დაწყება რთულია. რისი დაწერა შეგვიძლია მწერალზე, რომლის შემოქმედებაც უამრავ ენაზეა თარგმნილი, ვინც მუდამ ყველაზე ცნობილი გაზეთებისა თუ ჟურნალების პირველ გვერდებზეა და ვინც ნობელის პრემიის ლაურეატია?

Information

Follow