ოლგა პოვოროზნიკი (უკრაინა)

ოლგა პოვოროზნიკი –  პოეტი და რეჟისორი. დაიბადა 1986 წელს. არის დოკუმენტური ფილმების, ვიდეო-პოეზიისა და დისციპლინების გადაკვეთის ნიადაგზე შექმნილი სახელოვნებო პროექტების ავტორი.

ოლგა პოვოროზნიკის პოეტური კრებული „წყლის სახელი“ 2019 წელს გამოიცა. მისი ნამუშევრები იბეჭდება ისეთ ჟურნალებში, როგორიცაა: „გამომცემელთა ფორუმის ალმანახი“, „Czas literatury“, „Przekrój“ და ანთოლოგიებში: „მიაკუში: თანამედროვე უკრაინული გასტრონომიული პოეზიის ანთოლოგია“, „პოეტების ახალგაზრდა რესპუბლიკის ანთოლოგია“, „ნიუ იორკული ელეგიები: უკრაინული ლექსები ქალაქზე, „განგაშის სირენებს შორის. ახალი ლექსები ომზე“.

2015 წელს ნიუ-იორკში, შევჩენკოს სამეცნიერო საზოგადოებაში, შედგა მისი პირველი მოკლე პოეტური ფილმის  („წყლის სახელი“) პრეზენტაცია, ხოლო 2017 წელს მისივე ფილმმა „Veretilnytsia“ პირველი ადგილი დაიკავა კიევში გამართულ ვიდეო-პოეზიის საერთაშორისო ფესტივალზე „ციკლოპი“.

2022 წელს ხელოვანთა რეზიდენციაში, გერმანიაში, მან დაასრულა ვიდეო-გადაღება ლექსების ციკლისთვის „ცოცხლად დარჩენილის ბრალი“, ხოლო ამავე ციკლის მიხედვით ბერლინის უკრაინულმა თეატრმა დადგა პიესა „მახე“.

2023 წელს პოვოროზნიკი გახდა ლიტერატურული პრემია „ლვოვი – იუნესკოს ქალაქის“ ფინალისტი.

2024 წელს მონაწილეობდა ტარტუს (ესტონეთი) ლიტერატურული რეზიდენციის პროგრამაში, სადაც ესტონელ მოქანდაკე ერიკ ელპიკთან ერთად იმუშავა ერთობლივ პროექტზე „უსაფრთხო ადგილი“, რომელიც წარმოდგენილ იქნა „პრიმა ვისტას“ ლიტერატურულ ფესტივალზე.

Information

Follow