მეხსიერება, როგორც წინააღმდეგობა: თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალი 12 უცხოელ ავტორს უმასპინძლებს
24-27 სექტემბერს თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს 12 ავტორი ეწვევა 10-ზე მეტი ქვეყნიდან. წარმოგიდგენთ მონაწილე ავტორებს:
◾️ დიმიტრის დიმიტრიადისი (საბერძნეთი)
◾️ ადამ ზამოისკი (პოლონეთი / დიდი ბრიტანეთი)
◾️ დანიელ ვისერი (ავსტრია)
◾️ ულრიკე ალმუტ ზანდიგი (გერმანია)
◾️ ოლენა ჰერასიმიუკი (უკრაინა)
◾️ მარკ ნოვაკი (აშშ)
◾️ ელიზა კონცკა (პოლონეთი)
◾️ ლუკა ბრუნონი (შვეიცარია)
◾️ მარტონ შიმონი (უნგრეთი)
◾️ ლუსინე ხარატიანი (სომხეთი)
◾️ პშემისლავ სუხანეცკი (პოლონეთი)
◾️ კრიპა (ინდოეთი)
ფესტივალის მთავარი თემა იქნება “მეხსიერება, როგორც წინააღმდეგობა.” ფესტივალზე შეკრებილი ქართველი და უცხოელი მწერლები, პოეტები, მთარგმნელები იმსჯელებენ მეხსიერების, თავისუფლებისა და ლიტერატურის ურთიერთმიმართებაზე. მიუხედავად მნიშვნელოვანი ისტორიული და პოლიტიკური განსხვავებებისა, ლიტერატურას ყოველთვის აქვს ძალა, მისცეს ხმა მათ, ვისთვისაც ხმის წართმევას ცდილობენ, შეინახოს ინდივიდუალური თუ კოლექტიური მეხსიერება, რაც წარსულის ცოდნისა და შეცდომების არგამეორების წინაპირობაა.
