ადამ ზამოისკი (პოლონეთი)
ადამ ზამოისკი პოლონური წარმოშობის ბრიტანელი ისტორიკოსია. მის წიგნებს შორისაა ბესტსელერი „1812: ნაპოლეონის საბედისწერო ლაშქრობა მოსკოვზე“* მისი გაგრძელება „მშვიდობის რიტუალები: ნაპოლეონის დაცემა და ვენის კონგრესი“ და კრიტიკოსთა მიერ აღიარებული ნაპოლეონის ბიოგრაფია, ასევე სხვა ნაშრომები, რომლებიც ევროპის ისტორიისთვის მნიშვნელოვან პერსონებს და მოვლენებს ეძღვნება.
პოლონეთის ისტორიისადმი მიძღვნილი მისი ვრცელი წიგნი „პოლონეთის გზა“ რამდენიმე კვირის განმავლობაში ბესტსელერთა სიაში იყო და ათწლეულების განმავლობაში უწყვეტად გამოიცემოდა. წიგნის განახლებული ვერსია, „პოლონეთი: ისტორია“, დღემდე პოლონეთის ისტორიის ერთ-ერთ ძირითად მოკლე მიმოხილვად მიიჩნევა. ზამოისკის წიგნები მრავალ ენაზეა თარგმნილი.
ზამოისკი თანამშრომლობდა დიდი ბრიტანეთის ყველა წამყვან გაზეთსა და პერიოდულ გამოცემასთან და არაერთ ქვეყანაში კითხულობს საჯარო ლექციებს – დიდ ბრიტანეთში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიაში. იგი მეუღლესთან, მხატვარ ემა სერჟანტთან ერთად, ლონდონსა და პოლონეთში ცხოვრობს.
