ეკა კევანიშვილი (საქართველო)
დაიბადა 1979 წელს, არის ჟურნალისტი და პოეტი. 2002 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ჟურნალისტიკის მაგისტრის ხარისხით. ქევანიშვილი არის აქტიური ჟურნალისტი 16-წლიანი სამუშაო გამოცდილებით. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა სხვადასხვა ქართული გაზეთის საგამოძიებო რეპორტიორად, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი გამოცემების, როგორიცაა „რეზონანსი“ და „ახალი ვერსია“. იყო რადიო „მწვანე ტალღის“ წამყვანი და რეპორტიორი. ბოლო 8 წლის განმავლობაში მუშაობს რადიო „თავისუფლების“ (რადიო „თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლება“) თბილისის ბიუროს რეპორტიორად. ეკა ქევანიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოსცა ესეების კრებული „ლიტერატურული პორტრეტები“ და გამოქვეყნებული აქვს სამი პოეტური კრებული. სამივე მათგანი წარდგენილი იყო ლიტერატურულ პრემია „საბაზე“, ხოლო უკანასკნელმა საუკეთესო პოეტური კრებულისთვის განკუთვნილი ჯილდო მიიღო. ის არის რამდენიმე ჟურნალისტური და პოეტური კონკურსის გამარჯვებული. მისი ლექსები ნათარგმნია ინგლისურ, ლიეტუვურ და რუსულ ენებზე.
ბიბლიოგრაფია
- ლიტერატურული პორტრეტები, გამომცემლობა „ინტელექტი“, 2014
- სახლის გაყიდვა, გამომცემლობა „საუნჯე“, 2013
- აქ ნუ დადგებით, გამომცემლობა „დიოგენე“, 2010
- ჭორია, გამომცემლობა „დიოგენე“, 2006
ლიტერატურული პრემიები და ჯილდოები
- ლიტერატურული პრემია „საბა“ 2014 წელს კრებულისთვის „სახლის გაყიდვა“ — საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაში
- ლიტერატურული პრემია „წრო“ (წრო) 2009 (II ადგილი) პოეტური ნაწარმოებებისთვის
- ციფრული ბიბლიოთეკა lib.ge-ს ლიტერატურული პრემია (II ადგილი) პოეტური ნაწარმოებებისთვის
