კალამი დუმილის წინააღმდეგ: თბილისის მეათე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 19 უცხოელ ავტორს უმასპინძლებს
წარმოგიდგენთ‚ თბილისის მეათე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მონაწილეებს. 19–23 სექტემბერს თბილისს19 ავტორი ეწვევა 15 ქვეყნიდან:
- სიონი (ისლანდია)
- პირკო საისიო (ფინეთი)
- იანე თელერი (დანია)
- კულუკ ჰელმსი (დანია)
- მეგან ნოლანი (ირლანდია)
- დენიზ უტლუ (გერმანია)
- მარკუს მავილ ვიტსელი (გერმანია)
- ანა აიანოგლუ (საფრანგეთი)
- პაოლო ჯორდანო (იტალია)
- ერიკ სკოტი (აშშ)
- ლუდმილა დიადჩენკო (უკრაინა)
- დარიუშ სოსნიცკი (პოლონეთი)
- ივარს შტაინბერგსი (ლატვია)
- არამ პაჩიანი (სომხეთი)
- ჟოფია ბალდიგა (ჩეხეთი)
- აზად იაშარი (აზერბაიჯანი)
- უილიამ გონსალეს გევარა (ნიკარაგუა/ესპანეთი)
- პერუ საისპრესი (პერუ)
- ანია შმიტერი (შვეიცარია)
2025 წლის ფესტივალის მთავარი თემა – კალამი დუმილის წინააღმდეგ – თანამედროვე საქართველოს რეალობას ეხმიანება: ეს არის დუმილი, როგორც თანხმობის მეტაფორა, თანხმობისა იმაზე, რაც თრგუნავს, ზღუდავს და ანადგურებს თავისუფალ აზროვნებას; დუმილი, როგორც შიში რეპრესიის, ცენზურის, ძალადობის წინაშე, დუმილი, როგორც კონფორმიზმი, თვითცენზურა; დუმილი, როგორც უარი ბრძოლაზე, სოლიდარობაზე, ჩაგრულთა დაცვაზე.
თბილისის მეათე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის წარმდგენია საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი. ფესტივალის პარტნიორია ვერსოპოლისის ევროპული პლატფორმა. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: პოლონეთის ინსტიტუტი‚ დანიის კულტურის ინსტიტუტი‚ ფრანგული ინსტიტუტი‚ იტალიის საელჩო‚ დანიის სამეფოს საელჩო‚ ესპანეთის საელჩო‚ შვეიცარიის საელჩო‚ Literature Ireland‚ Icelandic Literature‚ ჟურნალი ქართული მწერლობა‚ ჟურნალი “ინდიგო”‚ რადიო თავისუფლება‚ მოძრაობის თეატრი.
პროგრამის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს წარმდგენი, პარტნიორი და მხარდამჭერი ორგანიზაციების შეხედულებებს.
TIFL2025 #TbilisiLitFest #PenAgainstSilence #კალამიდუმილისწინააღმდეგ #Literature #ლიტერატურულიფესტივალი