დომენიკო ბრანკალე (იტალია)

პოეტი, მთარგმნელი, პერფორმერი, გალერისტი. დაიბადა 1976 წელს. კურირებს გამომცემლობა “ეფიჯეს” საზღვარგარეთის პოეზიის განყოფილებას; თანამშრომლობს ვენეციის სამხატვრო გალერეასთან “Galerie Bordas”. ავტორია პოეტური კრებულების: “ძაღლი და ღორი” (2001), “ძვალშესალაგი მზის ქვეშ” (2007), “ადამიანური მერყეობანი” (2013), „რიგ მოსაზრებათა გამო” (2017). შეადგინა წიგნი “ქრისტინა კამპო გამოსახულებებსა და სიტყვებში”. მისი ორიგინალური პერფორმანსები ხმისა და საგანგებოდ შერჩეული სივრცის წერთიანობაში წარმოჩენას ისახავს მიზნად. 2017 წელს გამოსცა ზღაპარი “ორი გოგონა” ვირჯინია მორის ილუსტრაციებით. თარგმნილი აქვს ემილ ჩორანის, ჯონ ჯორნოს, ანრი მიშოს, კლოდ რუაიე-ჟურნუს ნაწარმოებები. 

 

***

სადა ვარ?

სადა?

ეს სიზმარია მე რომ ვხედავ

ვერ გავრკვეულვარ ეკლებია ეს თუ დანები 

უტყვი ნივთები

ფიქრთა სისხლით მემუქრებიან

არა მგონია შემძლე ვიყო

რადგან ვიღაცა

ვერ ისვენებს ბამბის საწოლში

 

სადაც მე ვარ
იქ სიკვდილი არ ჭაჭანებს ჩემი ჩამნთქმელი

 

თარგმნა ნიკა ჯორჯანელმა