პოეტი, პროზაიკოსი და ესეისტი. დაიბადა 1953 წელს. სწავლობდა ჰოლანდიურ ლიტერატურას და ლინგვისტიკას გრონინგენის უნივერსიტეტში. ლიტერატურული ტექსტების გამოქვეყნებამდე ანონიმურად წერდა მოთხრობებს ჟურნალისთვის „Mijn Geheim“.
ოსტერჰოფი ჟანრში „ლექსები მოძრაობაში“ პიონერად ითვლება, როგორც თავის ქვეყანაში, ასევე მსოფლიოში. 2005 წელს მიწვეული იყო გრონინგენის უნივერსიტეტში საპატიო სტუმარ-მწერლად.
სადებიუტო პოეტური კრებულისთვის „ვეფხვი ფერმიდან“ (1990) ოსტერჰოფს კორნელის ბუდინგის პრემია გადაეცა. მას შემდეგ პოეტს მრავალი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი - პ.კ. ჰოოპტის პრემია პოეტური შემოქმედებისთვის 2012 წელს.
***
შემდეგ მათ მითხრეს, ჩემი ტვინის უჯრედებმა:
ამ სტატიაში რაღაც არ გვესმის.
იქნებ ისეთ ენაზეა, ჩვენ რომ არ ვიცით?
არა, არ არის იმ ენაზე, ჩვენ რომ არ ვიცით.
იქნებ ისეთ საკითხზეა, რომლის შესახებ არაფერი გაგვეგება?
არა, ამ საკითხს კარგად ვიცნობთ და კიდევაც გვაინტერესებს.
მაშინ სიტყვების ფოსოები რატომაა ცარიელები?
თხრილებსა და ორმოებში დასანგრული კავშირები
ელოდებიან ჟურნალის დახურვას. მე სათვალე გავიკეთე,
რათა დამფრთხალი მტრედებისგან თავი დავიცვა
. რადგან გასაგები წინადადებები არასდროს იძვრიან,
სამაგიეროდ, გამუდმებით მოძრაობენ გაუგებარი წინადადებები.
სასუფევლამდე მოგიყვანეთ, ახლა შენით უნდა იარო.
ჰოლანდიურიდან თარგმნეს ზვიად რატიანმა და დავით ღოლიჯაშვილმა