პერ ჰანსონი (შვედეთი)

დაიბადა 1970 წელს ჩრდილოეთ შვედეთში, ქალაქ ვანასში. გამოცემული აქვს ექვსი პოეტური კრებული: „ქოხმახი”, “საოჯახო სკივრი”, “საზვავე ალმები”, “მეხსიერების ჯაჭვი”, “ვაგროვებთ ცივილიზაციის კენკრას” და „კაიაკი”. მისი ლექსები შესულია მრავალ ანთოლოგიასა და ლიტერატურულ გამოცემაში შვედეთში და საზღვარგარეთ, თარგმნილია ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ, სლოვაკურ, ბოსნიურ, სერბიულ, მალაიმურ, გერმანულ, სლოვენიურ და ესტონურ ენებზე. არის შვედეთის მწერალთა კავშირის საბჭოს წევრი და პოეტური ჟურნალის, „Grass“-ის ერთ-ერთი რედაქტორი. ამჟამად ცხოვრობს სტოკჰოლმის გარეუბანში, მართავს საჯარო კითხვის საღამოებს თავის ვერანდაზე და ასწავლის შემოქმედებით წერას გოტლანდის სახალხო უნივერსიტეტში.

 

შუქ-ჩრდილების ზოლები ოთახში

მთელი ზაფხულის მზის თბილი სინათლე მოაწვა შტორებს და შემოიღვარა ზოლებად
გადაშლილია რვეული

ცდილობს ნაცრისფერ მტვრიან მარადისობაში მზით განათებული ფურცლის ვიწრო მინდვრებზე დარჩეს და წეროს მაგრამ ვერ გამოჰყავს
სწორი და მოქნილი ასოები

კალამს ვეღარ იჭერს ხელები
დანა-ჩანგლად
გადაჰქცევია
ვეღარ გებულობს სულ აღარ იცის
ამ მოუხერხებელი ვერცხლის დანა-ჩანგლით დაჭერი დაანაწილე კაფე და კაფე

ქაღალდი სინათლის თხელ ნაკუწებად
შვედურიდან თარგმნა მანანა კობაიძემ