ლალი ციპი მიხაელი (ისრაელი)

დაიბადა 1964 წლის 20 მარტს საქართველოში,  სენაკის რაიონში. 7 წლის იყო, როცა მისი ოჯახი სხვა ებრაელებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში. დაამთავრა ისრაელის ბარ ილანის უნივერსიტეტის მსოფლიო ლიტერატურის ფაკულტეტი და დღეს თავად ასწავლის ენასა და ლიტერატურას ბენ გურიონის უნივერსიტეტში. არის 5 პოეტური კრებულის ავტორი, უძღვება ლიტერატურულ პროექტს სახელწოდებით ვიდეო-არტ პოეტიკა“. მისი ნაწარმოებები იბეჭდება ისრაელის ყველაზე პოპულარულ ჟურნალ- გაზეთებში, მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში. მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს 12 ენაზე. ცნობილმა ისრაელელმა კრიტიკოსმა, გაბრიელ მოკედმა მას თელ-ავივის ეროტიკულ-ქალაქური პოეზიის სახე შეარქვა, თავად პოეტი კი თავს ე.. რეზისტენტული პოეზიის მიმდევარს და ერთგულ გამგრძელებელს უწოდებს

 

ალმოდებული დამხატე

ალმოდებული დამხატე 

ვითარცა რომი

ცეცხლი მეკიდოს თმებშ

ნესტოებიდან პირის ღრუდან მდიოდეს კვამლი

იწვოდეს ციხე

კისრიდან ქვევით

ბუღი სდიოდეს ბორცვებს

 

გატკეპნილ

მტვრიან გზებს

გაშლილ მკლავებს

როგორც მტევნები

ესხას წიგნები

 

ჩემი თეძო მუცელი

მეფური დარდი

სამეფო ტახტი

მინდვრად დაღვრილი ნაკადულები 

და სიყვარულის ფართო ველები

მინავლული ნაკვერჩხლები

ჩემი მუხლების და ბარძაყების

 

წინ დახვედრილი ჩემი სირცხვილი

დამიხატე

დაბადების ნიშანი ჩემი 

მზადყოფნაში მდგარი ხბორები

ფეხები

ტერფები

მხედრობა მეფის

 

ჟანგბადივით აალდება სახელი ჩემი

ძარღვებს მომსკდარი ყველა ფიქრი

თავისუფლდება

ჩემი ფერფლიდან

ჩემი არსი ამოიფრქვევა

ალმოდებული დამხატე

მეკიდოს ცეცხლი

 

თარგმნა მანანა დუმბაძემ