პოეტი.
1996 წელს მონაწილეობდა აიოვას უნივერსიტეტის წერის საერთაშორისო პროგრამაში როგორც მოწვეული პროფესორი, 1998 წელს მონკლერის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა სადოქტორო ნაშრომზე (ფილოსოფია ბავშვებისთვის). ლიუტაურას დიაგესისი არის ლიტვის მწერალთა გაერთიანების წევრი, ბალტიის მწერალთა და მთარგმნელთა საბჭოს წევრი, ასევე ლიტვის საავტორო უფლებების მართვის ასოციაციის (LATGA ) საბჭოს წევრი.
ლიტაურას დაგესისს 2013 წელს პოეზიისთვის მიღებული აქვს ლიტვის რესპუბლიკის სახელმწიფო პრემია ლიტერატურასა და ხელოვნებაში, ხოლო 2010 წელს - კულტურის სამინისტროს პრემია დოკუმენტური პროზისთვის. ლიუტაურას დიაგესისი თარგმნის პოეზიას პოლონური, რუსული, ქართული და ინგლისური ენებიდან. ასევე შესრულებული აქვს რამდენიმე თარგმანი რუსული და ინგლისური ენებიდან ლიტვურ ენაზე. ლიუტაურას დიაგესისს გამოცემული აქვს 8 პოეტური კრებული და ფილოსოფიური ესეების 3 კრებული.