მურად კოჰნეკალა (მურად მაჰმუდოვი) დაიბადა 1959 წელს. 1990 წელს დაამთავრა მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურული ინსტიტუტი. არის ავტორი პროზაული და პოეტური კრებულებისა: „ვაშლის ამბავი“ (2002), “ღრუბლების შემკეთებელი“ (2004), “მაიმუნის ტომი“ (2014), „ჩემი ოცნებები“ (2015). მისი დაფუძნებულია პირველი ავანგარდული ლიტერატურული ორგანიზაცია აზერბაიჯანში „აზერბაიჯანელი მწერლების ღუმელი“. მისი ტექსტები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, ქართულ, უზბეკურ, თურქულ, შვედურ და გერმანულ ენებზე. 1990 წლიდან წერს პუბლიცისტურ სტატიებს აზერბაიჯანული პრესისთვის. ცხოვრობს ბაქოში.
რვა წლის შემდეგ
რვა წლის შემდეგ
პატიმრობიდან დაბრუნებული
კაცი...
სანამ ჭიშკარს გადაალაჯებდა
თუთის ხემ ეზოდანვე
იცნო იგი.
ფიცრულა კარზე
ჟანგმოდებულმა სახელურმა
იცნო იგი.
სარეცხის გასაფენმა მავთულმა
იცნო იგი -
ბავშვის ტანსაცმელს ტანი მოეყარა მავთულზე... წყალი წვეთავდა ტანისამოსიდან
და იმ კაცის ხეშეში
ღაწვებიდან.
მომუშტული ხელი პირთან მიიტანა -
შიგ ჩაახველა,
კვამლი ამოუშვა.
აზერბაიჯანულიდან თარგმნა ოქტაი ქაზუმოვმა