მარინე პეტროსიანი (სომხეთი)

პოეტი, ესეისტი, პუბლიცისტი. დაიბადა 1960 წელს. ოთხი პოეტური კრებულის ავტორი. პირველი კრებული გამოქვეყნდა 1993 წელს და 1995 წელს ითარგმნა ფრანგულ ენაზე (გამომცემლობა „Comp’Act“), ხოლო 2015 წელს არგენტინულმა გამომცემლობამ Au- disea Editora-მ მისი წიგნი “Disparó el arma” ესპანურად გამოსცა.

მარინე პეტროსიანს მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო ფესტივალსა და ლიტერატურულ შეკრებაზე. იყო რეზიდენტი მწერალი კალიფორნიაში (2005), ვენაში (2013), ნიუ იორკში (2015).
ის სომხეთში ცნობილია ასევე როგორც ესეისტი. მისმა ესემ „ანტიპოეზია ანუ როდესაც პოეტი არ ეძებს ალიბის“ მწვავე დისკუსიები გამოიწვია სომხურ ლიტერატურულ წრეებში. უძღვებოდა სვეტს ოპოზიციურ გაზეთში „სომხური დრო“. აქტუალური პოლიტიკური პრობლემების შესახებ დაწერილ მის ესეებს ძალიან დიდი აუდიტორია ჰყავდა, რის საფუძველზეც საჯარო ფიგურა გახდა. მარინე პეტროსიანის აღნიშნული ესეები თავმოყრილია წიგნში „წითელი აფიშა“ (2011).

 

ჰეი, პოლიციელო!

ეს რა ლამაზი ნავსადგურია,
ეს რა კაშკაშა მზეა,
ეს რა ლამაზი გემებია,
მაშ, რატომ არაა არცერთი გემი ჩემი? პოლიციელო, პოლიციელო,

არ მესროლო,
მე ერთ-ერთ გემს ვიღებ
და მივდივარ თეთრ ვეშაპთან სათამაშოდ, ნუ გეშინია, ვერავინ გაიგებს,
გემს მოვიტან,
ისევ თავის ადგილას დავდებ,
თუ გინდა, შენც წამოდი.