ულა ლენცე დაიბადა მიონხენგლადბახში 1937 წელს. სწავლობდა კიოლნში მუსიკასა და ფილოსოფიას. დღეს ავტორი ბერლინში ცხოვრობს. მისმა სადებიუტო რომანმა „და-ძმა“ (2003) ავტორს რამდენიმე პრემია მოუტანა, მათ შორის ერნსტ ვილნერის ჯილდო ინგებორგ ბახმანის კონკურსში. ულა ლენცე რამდენიმე ქალაქის მწერალ-რეზიდენტი იყო - ცხოვრობდა დამასკოში, სტამბულში, მუმბაისა და ვენეციაში. 2016 წელს ჩრდილოეთ აფრიკაში, ირანსა და ერაყში იმოგზაურა. მისი ბოლო რომანებია: „რა ცოტა რჩება სიკვდილისგან“ (2012) და „უსასრულო ქალაქი“ (2015). 2016 წელს ავტორს მიენიჭა გერმანული კულტურის ინდუსტრიის პრესტიჟული ჯილდო ლიტერატურაში.
უსასრულო ქალაქი
ჰოლე ხელოვანია. მის ფოტოებზე ასახულია ცარიელი ქალაქები - ქალაქები ადამიანების გარეშე. სტამბოლში, სადაც ის სამოგზაუროდ ჩადის, პატარა რესტორნის მესაკუთრე ქელალი შეუყვარდება. აქვე გაიცნობს გერმანელ ბიზნესმენს ქრისტოფ ვანკას. ბიზნესმენი თავისი ფირმის გლობალური სტრატეგიით განასახიერებს იმას, რაც ჰოლესთვის ასე მიუღებელია. მისი შემოქმედებითი გეგმები ვანკას ფულზეა დამოკიდებული. ვანკას ხელშეწყობით ჰოლე მუმბაიში მიემგზავრება, თუმცა მაშინვე წყვეტს მოგზაურობას, როგორც კი მეცენატისგან ზეწოლას იგრძნობს. ტერეზა ჟურნალისტია. ის ჰოლეს მუმბაის ბინაში შესახლდება და თანდათან სულ უფრო მეტად მოერგება როლს, რომელსაც ჰოლე ასრულებდა. ტერეზა კარგად იცნობს მეტროპოლიის თავბრუდამხვევ რიტმს, სადაც გადარჩენისთვის ბრძოლას შემთხვევითობა წყვეტს.
ულა ლენცი დიდი ოსტატობით აღწერს ადამიანთა ბედისწერას ქალაქებში - სამყაროში, სადაც ხელოვნება, სიყვარული და ცხოვრება უმანკოებას კარგავს. და მაინც მათ შესანარჩუნებლად და მოსაპოვებლად ადამიანები ყოველდღიურად იბრძვიან.