
პროზაიკოსი, მთარგმნელი.
კატერინა მიშჩენკო ცხოვრობს და მუშაობს კიევში. ის
უკრაინული საგამომცემლო სახლის “მედუზას” ერთ-ერთი
დამაარსებელია. იგი ასწავლიდა ლიტერატურის ისტორიას
კიევის ლინგვისტურ უნივერსიტეტში, მუშაობდა
თარჯიმნად ადამიანის უფლებათა და სოციალურ
სფეროებში. ბოლო დროს კატერინა მიშჩენკომ
გამოაქვეყნა “ჩემი მეიდანის ლექსიკონი” და ესე “შავი
წრე” ანთოლოგიაში “ევრომაიდანი - რა არის რისკის
ქვეში უკრაინაში” (ზურკამპის გამომცემლობა, 2014 წელი).
კატერინა მიშჩენკოს მონაწილეობას თბილისის
საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში მხარს უჭერს
რობერტ ბოშის ფონდი, გერმანია.