მინდაუგას ვალიუკასი (ლიტვა)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, კომპოზიტორი, პერფორმერი
 
2001 წელს დაამთავრა კლაიპედას უნივერსიტეტის ლიტვური ფილოლოგიისა და სასცენო რეჟისურის ფაკულტეტი. არის რამდენიმე პოეტური კრებულისა და წიგნის ავტორი, რომელთაგან ერთ-ერთი, „მთვარის კერამიკა“ 1998 წლის საუკეთესო პოეტური კრებულის პრიზის მფლობელი გახდა. მისი სხვა წიგნებია: „მოპარული ლურსმნები“ (პოეზია), 2003, „შემოქმედის სიკვდილი“ (პიესები), 2006,„ებრაელის ქნარი“ (პოეზია), 2006.
 
მინდაუგას ვალიუკასის ლექსები ნათარგმნია ინგლისურად, გერმანულად, პოლონურად, რუსულად, ლატვიურად, უკრაინულად და ბელორუსულად.