ურშულა ჰონეკი (პოლონეთი)

ურშულა ჰონეკი დაიბადა 1987 წელს; ცხოვრობს გორლიცესთან ახლოს, რაცლავიცეში. გამოცემული აქვს 4 პოეტური კრებული: „ჭვავის რქა“, „სახელით“, „გამოზამთრება“ და „პოლტერგაისტი“. მისი მოკლე მოთხრობების კრებული „თეთრი ღამეები“ ინგლისურად თარგმნა ქეით უებსტერმა და  დაიბეჭდა 2022 წელს. ჰონეკს მიღებული აქვს სტანისლავ ბარაჩანკის, კოშჩელსკისა და კონრადის სახელობის პრემიები. არის 2022 წლის Prix Grand Continent-ის ფინალისტი. 2024 წელს მისი სახელი ბუკერის საერთაშორისო პრემიის გრძელ სიაში მოხვდა.