აუსტა ფანეი სიგურდარდოუთირი (ისლანდია)

პოეტი, ვიზუალური არტისტი, კომპოზიტორი, მომღერალი და კინორეჟისორი. მიჩნეულია ისლანდიაში პოეზიისა და ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ პერფორმერად. მისი პირველი პოეტური კრებული „მარადიულობა“ ნათარგმნია ინგლისურ, გერმანულ და შვედურ ენებზე. 2017 წელს მიიღო Ljóðstafur Jóns úr Vö-ის პრემია პოეზიაში და ნომინირებულ იქნა 2021 წელს, პომპიდუში ბერნარ ჰაიდსაიკის პრემიაზე. მისი ბოლოდროინდელი წიგნებია „ფანჯარა - სიზმრის ჩაწერა“ და „აფთარი, სახელად გუშინ“. აუსტა ფანეის ნაწარმოებები ხშირად ძნელად ასახსნელია, ისინი მკითხველზე სიზმრისეული ეფემერულობის შთაბეჭდილებას ტოვებს. მისი პოეტიკა და დამოკიდებულება ბგერის, სიტყვისა თუ მუსიკის მიმართ იშვიათ კომბინაციას ქმნის და ამ არაერთგვაროვან სტრუქტურაში მრავალი სამყარო და ხელოვნების დარგი თანხვდება ერთმანეთს.