საიმონ ო ფუეილაინი (ირლანდია)

საიმონ ' ფუეილაინი  (ირლანდია)

საიმონ ო' ფუეილაინი  დაიბადა 1973 წელს დუბლინში და გაიზარდა უესტ კერი გაილტაქტში - ირლანდიურენოვან რეგიონში. გამოცემული აქვს ოთხი პოეტური კრებული ირლანდიურ (გაელიკურ) ენაზე და თარგმანების ორი წიგნი. ბოლო კრებული “იასაქტაი” 2022 წელს გამოვიდა. მიღებული აქვს The Glen Dimplex, Strong, Walter Macken, Colmcille და  Foras na Gaeilge ლიტერატურული პრემიები. საიმონი ასევე არის უესტ კერის ყოველწლიური ორენოვანი ფესტივალის An Fhéile Bheag Filíochta (პოეზიის მცირე ფესტივალი) დირექტორი და ირლანდიურენოვანი ჟურნალის, “ანეასის” რედაქტორი. პროფესიით არქეოლოგი დღესდღეობით სამწერლო და მთარგმნელობითი საქმიანობით არის დაკავებული.

 

მარცვლეულის განიავება

 

აი, კვლავ აქ ვართ,

ისევ ვცდილობთ გადავარჩიოთ

ცხოვრებისაგან ნაბოძები ბრწყინვალე შანსი

ბოლოს რომ შეგვრჩა

იმ იოლი გამოსავლისგან.

და სიკვდილამდე

მაინც ვერ ვიგებთ

რომელი იყო ის, ნიავქარს რომ გავატანეთ -

ბზე თუ ხორბალი.

 

ინგლისურიდან თარგმნა ანი კოპალიანმა