ლია სტურუას
ქართველი პოეტი, დაიბადა 1939 წელს თბილისში. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი პირველი პოეტური კრებული „ხეები ქალაქში“ გამოიცა 1965 წელს. იგი 20 პოეტური და 2 პროზაული კრებულის ავტორია. სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს უმთავრესი ქართული ლიტერატურული ჯილდოები, მათ შორის გალაკტიონ ტაბიძის, ილია ჭავჭავაძისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიები, ისევე როგორც საქართველოს სახელმწიფო პრემია. 2013 წელს მას გადაეცა პრემია „საბა“ წლის საუკეთესო პოეტური კრებულისთვის.
