ზურაბ რთველიაშვილი (საქართველო)
დაბადებული 1967 წელს, ზურაბ რთველიშვილი მიეკუთვნება პოსტსაბჭოთა მხატვართა თაობას, რომლებმაც რადიკალურად შეცვალეს ქართული ლიტერატურის ვექტორი. მან ახალი ხედვა შემოიტანა თავისი პოეზიის როგორც ლინგვისტური, ისე კონცეპტუალური ექსპერიმენტებით. დავით ჩიხლაძე, შოტა იათაშვილი, ირაკლი ჩარკვიანი, ბადრი გუგუშვილი და კარლო კაჭარავა არიან ის პოეტები, რომლებთან ერთადაც მან ახალი მხატვრული რეალობა შექმნა. მისი ექსპერიმენტები ტექსტს სცდება. ის ხდება ხმოვანი პოეზიისა და პოეტური ცოცხალი პერფორმანსის ერთ-ერთი პიონერი საქართველოში. ზურაბი 90-იანი წლების იმ მცირერიცხოვან მხატვართა შორისაა, რომლებიც ერთგულნი დარჩნენ ავანგარდის ფესვებისა და პრინციპების. როგორც სტატიებში, ისე პოეტურ შემოქმედებაში, ის კვლავინდებურად უსვამს ხაზს ახალი სტრატეგიის შექმნის მნიშვნელობას ამ იდეალების შესანარჩუნებლად და მათ თანამედროვე ხელოვნების რეალობაში გადასატანად. ზურაბის ლექსები გამოქვეყნებულია სხვადასხვა უცხოურ ანთოლოგიაში, მათ შორისაა: Ich aber will dem Kaukasos zu… – Pop Verlag 2015, გერმანია; „ლაბირინთი“ – OGI 2014, რუსეთი; Fria ord på flykt – flex bands 2012, შვედეთი; Geruisloos geraas – poetry vzw 2010, ნიდერლანდები.
ბიბლიოგრაფია
პოეზიის დიქტატურა, Smockadoll Förlag (შვედეთი), 2016
ანარქია, საქართველო, 2006
აპოკრიფი, საქართველო, 2001
ერექცია, საქართველო, 1997
ლიტერატურული პრემიები და ჯილდოები
ვოლოშინის საერთაშორისო შემოქმედებითი სიმპოზიუმის გამარჯვებული, 2012 წლის სექტემბერი
ლიტერატურული პრემია „საბა“ ნომინაციაში „წლის საუკეთესო პოეტური კრებული“ კრებულისთვის „პოეზიის დიქტატურა“, 2018
