თბილისის მე-8 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის პროგრამა. 3-7 ივნისი, 2023

*ფესტივალის ღონისძიებები ტარდება მწერალთა სახლში - ივანე მაჩაბლის ქუჩა #13, თბილისი.

 

3 ივნისი. შაბათი

15:00-15:30 – ფესტივალის გახსნა

15:30-16:45 – დისკუსია “მცირე და გაქრობის პირას მყოფი ენები: მემკვიდრეობა, რომელიც უნდა დავიცვათ”. 

დღეს მსოფლიოში დაახლოებით 7000-ზე მეტი ენაა. ენები ქრება, მაგრამ მეცნიერებს ის უფრო აფიქრებს, თუ რამდენად სწრაფად ქრება ენები. მკვლევართა მოსაზრებით, არსებული ენების ნახევარი XXI საუკუნის ბოლოს აღარ იარსებებს. ისიც ცნობილია, რომ ენის ბედი სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, რაც ნიშნავს, რომ ენა დამოუკიდებელი ერთეული არ არის, ის სოციალური ქმნილებაა, ამ ენაზე მოსაუბრეთა გონებასა და ხმაში არსებული სოციალური ფენომენია და მაშასადამე, მისი ბედიც, წარმატება თუ წარუმატებლობა, გაქრობა თუ გადარჩენა, მასზე მოლაპარაკე ადამიანთა ჯგუფის ბედზეა დამოკიდებული და იმაზე, გადასცემენ თუ არა ისინი ენას თავიანთ შთამომავლობას. რა როლი აქვს ამ პროცესში ლიტერატურას?

მონაწილეები: ბობ ჰოლმანი (აშშ), ინგა გაილე (ლატვია), საიმონ ო’ ფუეილაინი (ირლანდია). მოდერატორი პაატა შამუგია.

ენა: ინგლისური/ქართული 

17:00-17:45 – შეხვედრა იაცეკ დენელთან (პოლონეთი), ესაუბრება მაგდა ნოვაკოვსკა. რომანის “ლალა” (გამომცემლობა “ინტელექტი”, მირანდა გურგენიძის თარგმანი) წარდგენა

ენა: ინგლისური/ქართული

18:00-19:15 – დისკუსია “დრო თხრობაში - ამბები წარსულიდან და ამბები მომავალზე”

როგორ განსხვავდება წარმოსახულ მომავალზე წერის პროცესი რეტროსპექტიული თხრობისგან? რა როლი აქვს, ერთი მხრივ, ისტორიულ და, მეორე მხრივ, ფანტასტიკის, ანტიუტოპიის ჟანრის ან სხვა ტიპის წინასწარმეტყველურ ტექსტს? როგორ ცვლის დროის ასპექტი მხატვრული ტექსტის ჟანრსა თუ მიმართულებას?

მონაწილეები: გრეის ჰინსი (აშშ), დანიელ ვისერი (ავსტრია), ნაიელ გრიფითსი (დიდი ბრიტანეთი). მოდერატორი - ქეთი ჩართოლანი. 

ენა: ინგლისური/ქართული

19:30-20:30 – შეხვედრა პოლინ პიკოსთან (საფრანგეთი), ესაუბრება ნუკა ღამბაშიძე. პოეზიის კითხვა (მთარგმნელი ბაჩანა ჩაბრაძე)

ენა: ინგლისური/ქართული/ფრანგული

21:00 – ცოცხალი ლიტერატურა და მუსიკა. ფესტივალის მონაწილე ავტორების საერთო საჯარო კითხვა

 

4 ივნისი. კვირა

15:00-16:15 – დისკუსია “ტექსტი და იდენტობა”. 

იდენტობა და მწერლის თვითრეფლექსია მხატვრული ლიტერატურის მნიშვნელოვანი ასპექტია. მწერალი შესაძლოა საკუთარი იდენტობის გამოხატვას ცდილობდეს, ან პირიქით, შორდებოდეს მას განსხვავებულზე სალაპარაკოდ. იდენტობები თავისთავად სხვადასხვა კატეგორიისაა, იქნება ეს ენობრივი, ეროვნული, გენდერული, მსოფლმხედველური და რელიგიური, თუ სხვა. ლიტერატურული სამყარო იზრდება, მრავლდება, და თანამედროვე ტექსტებში ყურადღება ბევრ სხვადასხვა იდენტობას ეთმობა. დისკუსიის მონაწილეები ისაუბრებენ თავიანთ შემოქმედებაზე და რეფლექსიებზე; იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ განვითარდება ეს ასპექტი მომავლის ლიტერატურაში.

მონაწილეები: ნანა აბულაძე, პოლინ პიკო (საფრანგეთი), კარმინ მიხელსი (ბელგია). მოდერატორი: ნუკა ღამბაშიძე

ენა: ინგლისური/ქართული 

16:30-17:45 – დისკუსია “ამბავი და თხრობა. როგორ ცვლის მულტიმედიურობა ლიტერატურას?”

ლიტერატურის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში თხრობის ფორმების  განვითარება ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა. ხალხური ზეპირსიტყვიერებიდან ამბები ხელნაწერში მოხვდა, სცენაზე აღმოჩნდა, წიგნების სახე მიიღო, კინოეკრანზეც გადაინაცვლა. დღევანდელ, ციფრულ ხანაში კი ამბები მრავალნაირი ფორმით მიდის  ადამიანამდე: ტელევიზიით, სტრიმინგ-პლატფორმებით, ვიდეოთამაშებით,  ან სულაც ტრადიციული - ციფრული ან ნაბეჭდი ტექსტით.

დისკუსიის მონაწილეები ისაუბრებენ ჩვენი დროის მედიუმებზე, თხრობის ახალ ფორმებსა და ლიტერატურის ტექნოლოგიურ მომავალზე.

მონაწილეები: ივა ფეზუაშვილი, იან ბაკე (ნიდერლანდები), ნევა ლუკიჩი (ხორვატია).

მოდერატორი: ხათუნა ცხადაძე

ენა: ინგლისური/ქართული 

18:00-18:45 – შეხვედრა ინგა გაილესთან (ლატვია), ესაუბრება შოთა იათაშვილი. პოეზიის კითხვა (მთარგმნელი ნინო იაკობიძე).

ენა: ინგლისური/ქართული/ლატვიური

19:00-20:00 – შეხვედრა ავტორებთან: რატი ამაღლობელი და იან ბაკე (ნიდერლანდები), ესაუბრება ნატა ლომოური. პოეზიის კითხვა.

პოეზიის კითხვა (ნიდერლანდურიდან მთარგმნელები: დათო ღოლიჯაშვილი/შოთა იათაშვილი)

ენა: ინგლისური/ქართული/ნიდერლანდური

20:00-21:00 – შეხვედრა ბობ ჰოლმანთან (აშშ), ესაუბრება მთარგმნელი პაატა შამუგია. პოეზიის კითხვა.

ენა: ინგლისური/ქართული 

21:30-22:30 – დავით წერედიანის თარგმანების საღამო

 

5 ივნისი. ორშაბათი

18:30-19:15 – შეხვედრა დიმიტრის ცეკურასთან (საბერძნეთი) ესაუბრება მთარგმნელი ანინა გოგოხია. რომანის “კარი” (გამომცემლობა “ინტელექტი”) წარდგენა. 

ენა: ბერძნული/ქართული 

19:30-20:15 – შეხვედრა ნევა ლუკიჩთან (ხორვატია), ესაუბრება მთარგმნელი დავით ჩიხლაძე. პოეზიის კითხვა. 

ენა: ინგლისური/ქართული/ხორვატიული 

20:30-21:15 – შეხვედრა კარენ ანტაშიანთან (სომხეთი). ესაუბრება პაატა შამუგია. პოეზიის კითხვა (მთარგმნელები ასია დარბინიანი და დიანა ანფიმიადი)

ენა: ინგლისური/ქართული 

21:30-22:30 – შეხვედრა ია კივასთან (უკრაინა), ესაუბრება შოთა იათაშვილი. პოეზიის კითხვა (მთარგმნელი რაულ ჩილაჩავა)

ენა: უკრაინული/ქართული 

 

6 ივნისი. სამშაბათი

18:30-19:15 – შეხვედრა სალიმ ბაბულაოღლისთან (აზერბაიჯანი), ესაუბრება მთარგმნელი ოქტაი ქაზუმოვი. პოეზიის კითხვა.

ენა: აზერბაიჯანული/ქართული 

19:30-20:30 – შეხვედრა ავტორებთან:  ნაიელ გრიფითსი (გაერთიანებული სამეფო) და არჩილ ქიქოძე. ესაუბრება ნუკა ღამბაშიძე.

დისკუსია ნაიელ გრიფითსის რომანზე "ტაკვი" (გამომცემლობა “საგა”, ნოდარ მანჩხაშვილის თარგმანი) და არჩილ ქიქოძის რომანზე "ხვლიკი საფლავის ქვაზე" (“სულაკაურის გამომცემლობა”)

ენა: ინგლისური/ქართული 

20:45-21:45 – შეხვედრა ”ვერსოპოლისის” პოეტებთან: დათო ბარბაქაძე და საიმონ ო’ფუეილაინი (ირლანდია). ესაუბრება ირაკლი ყოლბაია. პოეზიის კითხვა (ინგლისურიდან მთარგმნელი ანა კოპალიანი)

ენა - ინგლისური/ქართული 

22:30 – ბობ ჰოლმანი (აშშ) მწერლების ბარ H2SO4-ში (ლეო ქიაჩელის ქ. 28)

პოეტი-ბარმენი, ცოცხალი პოეზია და მუსიკა

 

7 ივნისი. ოთხშაბათი

18:30-19:15 – შეხვედრა კეი ოკამოტოსთან (იაპონია). ესაუბრება იასუჰირო კოჯიმა.  პოეზიის კითხვა (მთარგმნელი თათია მემარნიშვილი)

ენა: იაპონური/ქართული  

19:30-20:30 – შეხვედრა დანიელ ვისერთან (ავსტრია), ესაუბრება მზია გალდავაძე. რომანის “მთის დედოფალი” (გამომცემლობა “ინტელექტი”, მზია გალდავაძის თარგმანი) წარდგენა.

ენა: გერმანული/ქართული 

21:00-22:00 – შეხვედრა ”ვერსოპოლისის” პოეტებთან: ეკა ქევანიშვილი და კარმინ მიხელსი (ბელგია). ესაუბრება ნუკა ღამბაშიძე. პოეზიის კითხვა (ნიდერლანდურიდან მთარგმნელები დათო ღოლიჯაშვილი/შოთა იათაშვილი) 

ენა: ინგლისური/ქართული/ნიდერლანდური