თბილისის მე-7 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი

თბილისის მე-7 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 2022 წლის 9-14 სექტემბერს გაიმართება.

პროგრამაში წელს მონაწილეობას იღებს 14 ავტორი 11 ქვეყნიდან. ფესტივალის თემაა „შინ“ - სახლის კონცეფცია და არქეტიპი კულტურასა და ლიტერატურაში, როგორც ადამიანის იდენტობის მნიშვნელოვნად განმსაზღვრელი ნაწილი. ამ თემით ფესტივალი ეხმიანება ომს უკრაინაში და მსოფლიოში მიმდინარე სხვა მწვავე სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებს. კვირეულის განმავლობაში გაიმართება პოეზიის საღამოები, შეხვედრები ავტორებთან და დისკუსიები.

ინფორმაციას ფესტივალის პროგრამის, მონაწილე ავტორებისა და მხარდამჭერების შესახებ უახლოეს დღეებში გაგიზიარებთ.