კარმინ მიხელსი (ბელგია)

პოეტი და პერფორმერი კარმინ მიხელსი დაიბადა 1990 წელს, აქვს ბაკალავრის ხარისხი დრამაში (მედია, წერა და პერფორმანსის ხელოვნება) და სამაგისტრო ხარისხი დრამის სწავლებასა და მულტილინგუალიზმში ანტვერპენის სამეფო კონსერვატორიისგან, სადაც ამჟამად თვითონაც ასწავლის. 2017-2019 წლებში კარმინ მიხელსი იყო ევროპული პროგრამის - CELA-ს (ამომავალი ლიტერატურული არტისტების გაერთიანება) წევრი, ხოლო 2019 წელს შეუერთდა ევროპული პოეზიის პლატფორმას - ვერსოპოლისს. პოეტური კრებულების გარდა კარმინ მიხელსმა გამოსცა ორი რომანი და მოთხრობების კრებული “მამები, რომლებიც გლოვობენ”, რომელიც მოხვდა ხუთი ლიტერატურული კონკურსის მოკლე სიაში და მიიღო 2022 წლის BNG Bank-ის და Inktaap-ის ლიტერატურული პრიზები. ნაწყვეტები ავტორის რომანიდან, მისი მოკლე მოთხრობები და ლექსები გამოქვეყნებულია რვა ენაზე.

 

წლების წინ იყო ეს ყველაფერი

 

ერთი ნიჟარაც კი ვერ ვიპოვე ისეთი რომ კვლავ გამაგონოს

ის ყველაფერი ჩემი მორცხვობის ყურპანტურა წლებს

რომ მივაბარე

 

ზოგჯერაა რომ ბებიაჩემის ანდაზებს ვუსმენ

ვოისმეილში სავსე რომაა

ქვიშის შრიალით

 

და შემიძლია გავიხსენო თითქოს კიდევაც მაგრამ ისევ

იმად რომ ვიქცე ბავშვობაში ვინც ვიყავი -

ამბავია დაკარგული ოკეანეში

 

ჰოლანდიურიდან თარგმნეს დათო ღოლიჯაშვილმა და შოთა იათაშვილმა