ოლგა პოვოროზნიკი (უკრაინა)

ოლგა პოვოროზნიკი -  პოეტი და რეჟისორი. დაიბადა 1986 წელს. არის დოკუმენტური ფილმების, ვიდეო-პოეზიისა და დისციპლინების გადაკვეთის ნიადაგზე შექმნილი სახელოვნებო პროექტების ავტორი.

ოლგა პოვოროზნიკის პოეტური კრებული „წყლის სახელი“ 2019 წელს გამოიცა. მისი ნამუშევრები იბეჭდება ისეთ ჟურნალებში, როგორიცაა: „გამომცემელთა ფორუმის ალმანახი“, „Czas literatury“, „Przekrój“ და ანთოლოგიებში: „მიაკუში: თანამედროვე უკრაინული გასტრონომიული პოეზიის ანთოლოგია“, „პოეტების ახალგაზრდა რესპუბლიკის ანთოლოგია“, „ნიუ იორკული ელეგიები: უკრაინული ლექსები ქალაქზე, „განგაშის სირენებს შორის. ახალი ლექსები ომზე“.

2015 წელს ნიუ-იორკში, შევჩენკოს სამეცნიერო საზოგადოებაში, შედგა მისი პირველი მოკლე პოეტური ფილმის  („წყლის სახელი“) პრეზენტაცია, ხოლო 2017 წელს მისივე ფილმმა „Veretilnytsia“ პირველი ადგილი დაიკავა კიევში გამართულ ვიდეო-პოეზიის საერთაშორისო ფესტივალზე „ციკლოპი“.

2022 წელს ხელოვანთა რეზიდენციაში, გერმანიაში, მან დაასრულა ვიდეო-გადაღება ლექსების ციკლისთვის „ცოცხლად დარჩენილის ბრალი“, ხოლო ამავე ციკლის მიხედვით ბერლინის უკრაინულმა თეატრმა დადგა პიესა „მახე“.

2023 წელს პოვოროზნიკი გახდა ლიტერატურული პრემია „ლვოვი - იუნესკოს ქალაქის“ ფინალისტი.

2024 წელს მონაწილეობდა ტარტუს (ესტონეთი) ლიტერატურული რეზიდენციის პროგრამაში, სადაც ესტონელ მოქანდაკე ერიკ ელპიკთან ერთად იმუშავა ერთობლივ პროექტზე „უსაფრთხო ადგილი“, რომელიც წარმოდგენილ იქნა „პრიმა ვისტას“ ლიტერატურულ ფესტივალზე.