თბილისის მე-2 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის პროგრამა
16 მაისი
18:00 ფესტივალის გახსნა: შეხვედრა ნინო ხარატიშვილთან (გერმანია / საქართველო) ენა: ქართული
მწერალთა სახლი, ივ. მაჩაბლის ქ. 13
19:30 შეხვედრა ლუდვიგ ლაჰერთან (ავსტრია) ენა: გერმანული / ქართული
მწერალთა სახლი
21:00 პოეტური ჯემი + ჯაზი (ყველა მონაწილე პოეტი). მწერალთა სახლი
22:00 ახალგაზრდა ქართველი პოეტების მარათონი / ენა: ქართული
მწერალთა სახლი
17 მაისი
18:00 დისკუსია: ქალი მწერლები აქტივიზმის ზღვარზე. თამთა მელაშვილი (საქართველო), ჰასმიკ სიმონიანი (სომხეთი), ესთერ ნაომი პერკვინი (ნიდერლანდები)
მოდერატორი: თათა ცოფურაშვილი /
ენა: ინგლისური / ქართული
კლუბი ფრონტლაინ ჯორჯია, ლ. ასათიანის 62
18:30 პოეზიის საღამო: სერხიო ბადილია კასტილიო (ჩილე), კრისტიან
კარლსონი (შვედეთი)
ენა: ესპანური / შვედური/ქართული
კავკასიური სახლი, გალაკტიონის ქ. 20.
19:30 შეხვედრა დიბისი პიერთან (დიდი ბრიტანეთი) / ენა: ინგლისური / ქართული
მწერალთა სახლი
21:00 პოეზიის საღამო: იური ანდრუხოვიჩი (უკრაინა), ტადეუშ დაბროვსკი (პოლონეთი) / ენა: უკრაინული / პოლონური / ქართული
მწერალთა სახლი
18 მაისი
17:00 სერხიო ბადილია კასტილიოს (ჩილე) შეხვედრა სტუდენტებთან / ენა: ესპანური
თსუ - V კორპ. აუდ. 3
17:00 კრისტიან კარლსონის (შვედეთი) შეხვედრა სტუდენტებთან / ენა: შვედური
თსუ - სკანდინავისტიკის ცენტრი
18:30 პოეზიის საღამო: იასუჰირო იოცუმოტო (იაპონია) და ესთერ ნაომი პერკვინი (ნიდერლანდები) /
ენა: იაპონური / ნიდერლანდური / ქართული.
კავკასიური სახლი
19:30 პოეტ ლია სტურუას საღამო და წიგნის “მგლის საათი” პრეზენტაცია
მწერალთა სახლი
21:00 შეხვედრა მწერალთან: დიმიტრი ბიკოვი, მოდერატორი შოთა იათაშვილი /
ენა: რუსული /ქართული. მწერალთა სახლი
19 მაისი
15:00 სტუდენტების შეხვედრა იასუჰირო იაცუმოტოსთან / ენა: იაპონური
თავისუფალი უნივერსიტეტი,
აღმაშენებლის ხეივანი, 240
18:30 კავკასიური საღამო: ჰასმიკ სიმონიანი (სომხეთი), სეიმურ ბაიჯანი (აზერბაიჯანი) და ლელა სამნიაშვილი (საქართველო) კავკასიური სახლი
19:00 დიბისი პიერის შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებთან. წიგნის სახლი „ლიგამუსი“
ი. ჭავჭავაძის გამზ. 32
20:00 დისკუსია: საბჭოთა ინერცია პოსტსაბჭოთა ლიტერატურაში -
იური ანდრუხოვიჩი (უკრაინა), დიმიტრი ბიკოვი (რუსეთი), სეიმურ ბაიჯანი (აზერბაიჯანი), მოდერატორი: ლევან ბერძენიშვილი (საქართველო)
ენა: რუსული / ქართული. მწერალთა სახლი
21:30 პოეზია: პროექტი “მტრები” - ბრიტანეთი/საქართველო. ზურა ჯიშკარიანი, ლია ლიქოკელი, ზაზა კოშკაძე და სტივენ ფაულერი, ელი უილიამსი, ლიუკ კენარდი / ენა: ინგლისური / ქართული.
მწერალთა სახლი
20 მაისი
18:00 შეხვედრა მწერალთან: სადიკ იალსიზუჩანლარი (თურქეთი)
ენა: თურქული / ქართული
მწერალთა სახლი
19:30 სიუზენ შილინგლოუს (აშშ) ლექცია ჯონ სტაინბეკის შესახებ. ნაწყვეტები ო. ჟღენტის დოკ. ფილმიდან “სტაინბეკი და რუსული დღიური” / ენა: ინგლისური / ქართული. მწერალთა სახლი
21:00 შეხვედრა მწერალთან: ეთგარ კერეთი (ისრაელი), მოდერატორი დათო ტურაშვილი / ენა: ინგლისური / ქართული
მწერალთა სახლი
22:30 პოეზიის ღამე მწერალთა სახლის ბაღში.
21 მაისი
13:00 შექსპირი ბავშვებისთვის: “ზაფხულის ღამის სიზმარი” - ვასო გულეური, დავით გაბუნია
ენა: ქართული
მწერალთა სახლი
15:00 შეხვედრა ახალგაზრდა მკითხველთან - გიორგი კეკელიძე - “პირადი გამოცდილება, როგორც ლიტერატურა“
მწერალთა სახლი
17:00 პოეზიის საღამო: ალექს გალპერი (აშშ) ენა: რუსული / ქართული
მწერალთა სახლი
19:00 ეთგარ კერეთის შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებთან. წიგნის სახლი „ლიგამუსი“
20:30 სპეციალური კინოჩვენება: “ქალი ბაზრობიდან” (1928). რეჟ. გ. მაკაროვი.
იუჯინ ო’ნილის “სიყვარული თელებქვეშ” მიხდვით. ცოცხალი მუსიკის თანხლებით
მწერალთა სახლი
პროგრამა +
ახალგაზრდა ქართველი პოეტების მარათონი
დისკუსია:
ქალი მწერლები აქტივიზმის ზღვარზე
მომხსენებლები: თამთა მელაშვილი, ჰასმიკ სიმონიანი და ნაომი პერკინი.
მოდერატორი: თათა ცოფურაშვილი
რა როლი ენიჭებათ ქალ მწერლებს დღეს, 21-ე საუკუნეში, ცდილობენ თუ არა ისინი საკუთარი თავის პოზიციონირებას ფემინისტებად, რამდენად აისახება დისკუსიის მონაწილე მწერლების, როგორც ქალების გამოცდილება მათ შემოქმედებაში, მიაჩნიათ თუ არა, რომ ქალებისთვის წერენ? - ამ საკითხებზე ისაუბრებენ დისკუსიის მონაწილე მწერლები სამი ქვეყნიდან, სომხეთიდან, ნიდერლანდებიდან და საქართველოდან.
დისკუსია:
საბჭოთა ინერცია პოსტსაბჭოთა ლიტერატურაში
მომხსენებლები: იური ანდრუხოვიჩი, დიმიტრი ბიკოვი და სეიმურ ბაიჯანი
მოდერატორი: ლევან ბერძენიშვილი
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ განვითარების განსხვავებული გზები აირჩიეს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს საერთო ისტორიული წარსული აერთიანებთ. როგორ აისახება ეს მემკვიდრეობა თანამედროვე მწერლობაზე, რამდენად განსაზღვრავს ის სხვადასხვა ქვეყანაში დღევანდელი მწერლობის თემატიკას, ცდილობენ თუ არა უკრაინელი, რუსი და აზერბაიჯანელი მწერლები გაიაზრონ საბჭოთა წარსული, თუ პირიქით, თავს არიდებენ ამ გამოცდილებაზე წერას? უშლით თუ არ ხელს მათ ეს მემკვიდრეობა? დისკუსიის მონაწილე მწერლები ამ საკითხებს მიმოიხილავენ.
სპეციალური კინოჩვენება
ქალი ბაზრობიდან
(1928)
იუჯინ ო’ ნილის პიესის “სიყვარული თელებქვეშ” მიხედვით
სცენარის ავტორები: პ. მორსკოი, გ. მაკაროვი, ვ. ენგელსი; დამდგმელი რეჟისორი: გიორგი მაკაროვი, მხატვარი: რ. ფედორი, მემონტაჟე: ვ. დოლენკო მთავარ როლებში: ა. მურუსიძე, ბ. ბელეცკაია, შ. ღამბაშიძე, ა. ვასაძე, გ. ინაშვილი. თბილისის “სახკინმრეწვის” ნაწარმოები.
ქართული უხმო ფილმი “ქალი ბაზრობიდან” (მეორე სახელწოდება იყო “ფერმა მთაში”), ცნობილი ამერიკელი მწერლისა და ნობელიანტის - იუჯინ ო’ნილის პოპულარული პიესის პირველ და ამასთანავე, თავისუფალი ადაპტაციის საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს.
ფილმი “ქალი ბაზრობიდან” გამოირჩევა პიესისგან განსხვავებული ეპიზოდებით და დრამატურგიული აქცენტებით. რეჟისორმა გიორგი მაკაროვმა ფსიქოლოგიური დრამისა და ვესტერნის ჟანრის ორიგინალურ სინთეზს მიმართა, ამასთანავე, ზუსტად დაიცვა საბჭოთა “ნეპისა” და “მშფოთვარე 20-იანი წლების” ეპოქისთვის დამახასიათებელი კომერციული კინემატოგრაფის კანონები.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ფილმის “ქალი ბაზრობიდან” ჩვენება მუსიკალური არანჟირებით. ამით მაყურებელს საშუალება ექნება დაუბრუნდეს “დიდი მუნჯი კინოს” ეპოქას და უხმო ფილმის ესთეტიკას. ჩვენებას შესავალი ლექციით გახსნის ხელოვნებათმცოდნე, ოლგა ჟღენტი.
პროექტი ხორციელდება სააქციო საზოგადოება „ქართული ფილმისა“ და საქართველოში