დენვერ ბათსონი (აშშ)

დაიბადა 1965  წელს. არის 7  პოეტური კრებულის ავტორი, მათ შორის, 2 შეიქმნა ვიზუალურ არტისტებთან თანამშრომლობით. მისმა ბოლო წიგნმა „საფრთხობელის მრავალი ალიბი“ (Cloudbank Book, 2022) მოიპოვა Vern Rutsala-ს პრემია პოეზიაში.

ბათსონი თანამშრომლობს იმპროვიზატორული და კამერული ჯაზის მუსიკოსებთან და წარმოდგენებს მართავს იტალიურ Surf Academy-ს წარმომადგენლებთან (ალტისტი მეთ მანერი, პიანისტი ლუსიენ ბენი) და Maneri’s Ash-ის კვარტეტთან ერთად.

ბათსონის პოეზიას სისტემატურად აშუქებს ნაციონალური სახალხო რადიო და კონგრესის ბიბლიოთეკა; ლექსები ავტორისავე ვიზუალური ნაწარმოებების თანხლებით ხშირად იფინება სხვა ვიზუალური არტისტების ნამუშევრებთან ერთად. ბათსონის პოეტურ ნაწარმოებებს, რომლებსაც აქებენ ისეთი გამოჩენილი მწერლები, როგორებიც არიან ედმუნდ უაითი, ჯიმ ჰარისონი, ბილი კოლინზი, ზოი რაიდერ უაითი, ტომაშ სალამუნი, აღა შაჰიდ ალი, ილია კამინსკი და უიეს მერვინი, იყენებენ სასცენო მონოლოგებად, ფილმის სცენარებად, სურათების კომენტარებად და სხვ.

ბათსონს მიაჩნია, რომ პოეზია ცოცხალი ხელოვნებაა და მას ფართო აუდიტორიის მოსაპოვებლად ესაჭიროება სხვა ჟანრებთან და დისციპლინებთან კონტაქტი.

ამჟამად დენვერ ბათსონი მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად ბრუკლინში ცხოვრობს.