იოზეფ ჰრდლიჩკა (ჩეხეთი)

იოზეფ ჰრდლიჩკა დაიბადა 1969 წელს; გამოქვეყნებული აქვს 3 პოეტური კრებული: „ფლოტილია სიბნელიდან გამოცურავს” (2010), „კატა ცეცხლში“ (2014), Magnesia Litera -ს ჯილდოზე ნომინირებული „ძვლების წინაპრები“ (2021) და ესეებისა და ლექსების კრებული „სამყაროს შიგნით“ (2012). ჰრდლიჩკა ასწავლის ლიტერატურას პრაღაში, ჩარლზის უნივერსიტეტში, სადაც მისი სამუშაო დარგებია შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა და პოეზიის თეორია და ისტორია. მის სამეცნიერო ნაშრომებს შორისაა: „სამყაროს სახე-ხატები ჩეხურ ლიტერატურაში“ (2008), „პოეზია და კოსმოსი“ (2017), „პოეზია დევნილობაში“ (2020). თანაავტორთა ჯგუფთან ერთად მუშაობდა პოეზიის შესახებ გამოცემულ შემდეგ წიგნებზე: „ლექსები და ადგილები“ (2015), „ადგილთა ხმები“ (2016), „ლექსების გმირები“ (2017), „ნივთები ლექსებში“ (ჩეხური გამოცემა 2020, ინგლისური გამოცემა 2022).