როდოლფო ჰასლერი (ესპანეთი)

როდოლფო ჰესლერი -პოეტი და მთარგმნელი.
 
დაიბადა 1958 წელს სანტიაგო-დე-კუბაში. ათი წლის ასაკიდან ცხოვრობს ბარსელონაში. დამთავრებული აქვს ლოზანას უნივერსიტეტის ლიტერატურათმცოდნეობის ფაკულტეტი. ავტორია 13 პოეტური კრებულისა: „ქვიშის ლექსები“ (1982), „ლიკანტროფიის ტრაქტატი“ (1988), „Elleife“ (1993), „წმინდა ფიქრის მშვენიერებიდან“ (1997); „ციურიხის ქუჩის ლექსები“ (2000), „პეიზაჟი, ცისფერი დრო“ (2001) “აბანოზის თავი“ (2007), „კაჭკაჭის დღიური (2014), „მგლის ენა“ (2019); „წეროების საავადმყოფო“, (2021), „ბეირუთული ჩანაწერები“ (2022), „ალექსანდრიის მწვანე ტრამვაი“ (2023), „ნაბლუსის საპონი“ (2024).
 
როდოლფო ჰესლერს მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები პოეზიის ნომინაციაში; მისი წიგნები თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, პორტუგალიულ და ქართულ ენებზე.