კიმბერლი ჯონსონი

პოეტი. კიმბერლი ჯონსონი სამი პოეტური კრებულის ავტორია.
2014 წელს გამოიცა მისი ერთ-ერთი ბოლო კრებული
„უჩვეულო ლოცვა“. ის ასევე ცნობილია, როგორც
კლასიკური პოეზიის მთარგმნელი, თარგმნილი აქვს
ვერგილიუსის "გეორგიკები" (პინგვინის კლასიკა, 2009)
და ჰესიოდეს პოემები. როგორც ინგლისური რენესანსული
ლიტერატურის მკვლევარმა, 2014 წელს მან გამოაქვეყნა
მონოგრაფია რელიგიისა და პოსტრეფორმაციული ეპოქის
პოეზიის ურთიერთმიმართებაზე.
კიმბერლი ჯონსონი არის აშშ-ის ეროვნული ფონდის
არაერთი გრანტისა და სტიპენდიის მფლობელი. ამჟამად
ცხოვრობს იუტას შტატის ქალაქ სოლტ ლეიქ სითიში.
კიმბერლი ჯონსონის მონაწილეობას თბილისის
ლიტერატურულ ფესტივალში მხარს უჭერს აშშ-ს საელჩო
საქართველოში.
 
 
ამწეს დასანგრევი ბურთი
 
რა ჯიუტი გაბედულებით მიყვარს
კედელი! - ისე ნამდვილი არის მისი წითელი დგომა,
არ შემიძლია, არ დავარტყა. აღტკინებული
ახირებით, ჯაჭვის რხევით
მთვრალივით უნდა გავიარო გზა-პარაბოლა, რათა ვაკოცო
აგურთა წყებას. თუ ეშველება, ნეტავ, კედელს
მთელი ძალით რომ ვეკვეთები? ყველა ჩემ სატრფოს
(ახლა მტვერში რომ არიან თავჩარგულები) ერჩივნა,
ალბათ,
გულგრილობა ეწვნია ჩემგან. რატომ მსურს
ასე? - სიყვარულის დასასრულებლად.
 
ინგლისურიდან თარგმნა მანანა მათიაშვილმა