კლერ პ. კაიზერი (აშშ)

თანამედროვე კავკასიის ისტორიის პროფესორი და ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის ევრაზიული, რუსული და აღმ. ევროპული კვლევების ცენტრის პროფესორის თანაშემწე. ფლობს პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორის სამეცნიერო ხარისხს ისტორიაში, ხოლო ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები მიღებული აქვს ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის დიპლომატიური სამსახურის სკოლის დასრულების შემდეგ.

კლერ პ. კაიზერი  ავტორია 2023 წელს Cornell University Press-ის მიერ გამოცემული წიგნისა „Georgian and Soviet: Entitled nationhood and the Specter of Stalin in the Caucasus“, რომელიც 2024 წელს ქართულ ენაზე გამოსცა გამომცემლობამ „ზიარი“ სათაურით: „ქართველი და საბჭოელი: ტიტულირებული ერი და სტალინის აჩრდილი კავკასიაში“. კლერ პ. კაიზერს შეტანილი აქვს წვლილი საბჭოთა პერიფერიაში ნაციონალიზმისა და იმპერიის შესახებ არსებული სხვადასხვა გამოცემის მომზადებაში.