ლაურა აჩერბონი (იტალია)

პოეტი და ფოტოგრაფი, 6 პოეტური კრებულის ავტორი, მათ შორის, 2024 წელს გამოცემული „წყლამდე და წყლის შემდეგ“  და 2020 წლის -  „წყალი, წყალი, ცეცხლი“.

აჩერბონის ლექსები იბეჭდება სხვადასხვა იტალიურ და საერთაშორისო ჟურნალში და ნათარგმნია 15-ზე მეტ ენაზე. სხვადასხვა დროს იყო ნიდერლანდების, ბელგიის, მაკედონიის, კორუნიის, შვეიცარიის, გერმანიის, შვედეთისა და არგენტინის საერთაშორისო ფესტივალებისა და წიგნების ბაზრობის სტუმარი. მიღებული აქვს ისეთი ლიტერატურული პრემიები, როგორიცაა Lerici Pea giovani (1996), Premio internazionale di poesia Piero Alinari (2011), Premio Achille Marazza Opera Prima (2012).

2016 წლიდან ლაურა აჩერბონი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი „ვერსოპოლისის“ პროექტის რჩეული პოეტია.