ლეო ვარდიაშვილი (დიდი ბრიტანეთი)

ლეო ვარდიაშვილი  დაიბადა 1983 წელს თბილისში, სოლოლაკის უბანში. 12 წლის ასაკში ოჯახთან ერთად პოსტსაბჭოთა რეჟიმის გამო დატოვა საქართველო და თავშესაფარი ითხოვა ინგლისში. სწავლობდა ინგლისურ ლიტერატურას ლონდონის  ქუინ მერის უნივერსიტეტში. „ერთი დიდი ტყის მახლობლად“ მისი სადებიუტო რომანია, რომელიც გამოიცა დიდ ბრიტანეთში Bloomsbury-ს, ამერიკაში Riverhead Books -ისა და გერმანიაში Ullstein-ის გამომცემლობების მიერ. ქართულ ენაზე გამოსცა 2024 წელს „სულაკაურის გამომცემლობამ“ (მთარგმნელი დავით ახალაძე). მისი გამოცემის უფლება საქართველოს ჩათვლით, სულ 19 გამომცემლობას აქვს შეძენილი. ლეო ვარდიაშვილი აჟამად მეორე რომანზე მუშაობს.