არმენ ოჰანიანი (სომხეთი)

მწერალი, ესეისტი, რედაქტორი და ლიტერატურის მთარგმნელი. დაიბადა 1979 წელს. ფლობს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომს ფილოსოფიაში და სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტის სერთიფიკატს თარგმანში (CTRA). არმენ ოჰანიანი ავტორია მოთხრობების კრებულისა „კიკოსის დაბრუნება“ და რომანების ტრილოგიისა „დედის მიწა“. მის შემოქმედებაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მისივე სამოქალაქო აქტივიზმი. 2017 წლიდან არმენ ოჰანიანი PEN Armenia-ს პრეზიდენტია. მისი ლიტერატურული ფსევდონიმია არმენი სომხეთიდან. 2024 წელს გამომცემლობა „პალიტრა L“-მა გამოსცა მისი მოთხრობების კრებული „ანტიმიმინო“ (მთარგმნელი ასია დარბინიანი).