კატია ვოლტერსი (გერმანია) - მთარგმნელი. დაიბადა 1971 წელს საქართველოში. ცხოვრობს გერმანიაში. თარგმნის პოლონურ, გერმანულსა და იდიშენოვან ებრაულ ლიტერატურას ქართულად და გერმანულად. მის მიერ თარგმნილ უცხოელ ავტორებს განეკუთვნებიან: ხორხე ლუის ბორხესი, ოლგა ტოკარჩუკი, ისააკ ბაშევის ზინგერი, სალომეა პერლი, თადეუშ ბოროვსკი, მარეკ ჰლასკო, პეტერ ჰანდკე და ა.შ. ქართველ ავტორთაგან გერმანულ ენაზე თარგმნა ზვიად რატიანი, ნატო ინგოროყვა, დათო ტურაშვილი, ალეკო შუღლაძე, შორენა ლებანიძე, ლუკა ბაქანიძე, თეონა დოლენჯაშვილი, ეკატერინე ტოგონიძე და ა. შ. ოლგა ტოკარჩუკის რომანის „წიგნები იაკობისა“ თარგმანში მიენიჭა ლიტერატურული პრემია „საბა“.