ვიგდის იორთი დაიბადა 1959 წელს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ნორვეგიელი მწერალი. ბავშვებისა და მოზრდილებისთვის დაწერილი პოპულარული წიგნების ავტორია.
ბრწყინვალე ლიტერატურული კარიერის მქონე იორთს მინიჭებული აქვს მრავალი პრემია და ჯილდო. მათ შორის: გამომცემლობა „გილდენდალის“ პრემია (2011), კრიტიკოსთა ჯილდო (2012), The Honorary Brage-ისა და ამალია სკრამის ჯილდოები (2014), გამომცემლობა Aschehoug-ის ჯილდო (2015), Booksellers Prize (2016).
ვიგდის იორთის ნაწარმოებები გამოქვეყნებულია 30 ქვეყანაში. 2024 წელს „სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა მისი რომანი „ანდერძი და მემკვიდრეობა“ (მთარგმნელი ნათია სებისკვერაძე).