კრისტოფ ჰასენცალი დაიბადა 1981 წელს. ფლობს ერფურტის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ეკონომიკაში, სამართალსა და ლიტერატურათმცოდნეობაში, ხოლო მაგისტრის ხარისხს - ბერლინის ფრეის უნივერსიტეტის გამოყენებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით.
მუშაობს ბერლინში უფლებების დაცვის უფროსი მენეჯერის თანამდებობაზე დამოუკიდებელი ვაჭრობის გერმანელი გამომცემლების ორგანიზაციაში „Suhrkamp and Insel“. მისი მოვალეობების ნაწილია უფლებების საერთაშორისო გაყიდვები საფრანგეთში, სკანდინავიაში, საბერძნეთში, კავკასიურ ქვეყნებსა და აზიის სხვადასხვა ბაზარზე. არის ასევე „Suhrkamp and Insel“-ის აუდიო წიგნების კონტენტმენეჯერი და პასუხისმგებელია მესამე მხრისთვის გადასაცემი შიდა ბაზრის აუდიო წიგნების ლიცენზიებზე.
პარიზში „გალიმარის“, ხოლო ბერლინში „აფბაუ ფერლაგის“ გამომცემლობებში გავლილი ინტერნატურისა და სამსახურის შემდეგ 2010 წლიდან „ზურკამპსა“ და „ინზელში“ უფლებებისა და საერთაშორისო უფლებების დეპარტამენტის წევრია. ამ დეპარტამენტში ხდება უფლებების მოპოვებისა და შეთანხმების სფეროში ყველა კონტრაქტის წარმოება, უნიკალური 70-წლიანი უფლებების პორტფოლიოს დაცვა და კონტროლი და ორგანიზაციის ლიცენზიებით ვაჭრობა შიდა და საერთაშორისო სექტორის პარტნიორებთან.