პოეტი, მთარგმნელი და კულტურის ჟურნალისტი. დაიბადა ქ. ნოესში 1962 წელს. 2006 წლიდან ცხოვრობს ბერლინში, ასწავლის ლაიფციგის გერმანული ლიტერატურის ინსტიტუტში და მუშაობს ჟურნალში „ტექსტი+კრიტიკა“.
პირველი ლიტერატურული ნაწარმოებები 1984 წელს შექმნა, ხოლო ლექსებს 1986 წლიდან წერს. 1993 წელს გამოიცა მისი პირველი პოეტური კრებული სათაურით „მკვეთრი კოდები“, რომელსაც 4 წლის შემდეგ მოჰყვა რომანტიკული სიყვარულის კონცეფციებზე აგებული „სიმღერის საღერღელი“, ხოლო შემდეგ „ნიშანი თოვლში“ (2001), „უხმაურო შრიფტები“ (2004), „პანის საათი“ (2011) და „მზის სიმღერა“ (2020).
2022 წელს გამოიცა ჰუმელტის დოკუმენტური კრებული „1922: ჯადოსნური წელიწადი სიტყვებისთვის“, ხოლო ჯერჯერობით ბოლო წიგნია „ჩაკეცილი გვერდი: ესეები ლიტერატურაზე“ (2024).
ნორბერტ ჰუმელტი გერმანულ ენაზე იეიტსისა და ელიოტის ნაწარმოებების აღიარებული მთარგმნელია. თარგმნის თანამედროვე ქართულ პოეზიას: ნათარგმნი აქვს 15-ზე მეტი პოეტის ლექსები. მათ შორის წიგნებად აქვს გამოცემული ბესიკ ხარანაულის და ბელა ჩეკურიშვილის კრებულები. ასევე ქართველი პოეტების კრებული „შორიდან“.
ლიტერატურული საქმიანობისთვის მიღებულ უამრავ პრემიას შორის მას 6 უმნიშვნელოვანესი ჯილდო აქვს.