დიმიტრის ცეკურასი, პროზაიკოსი და დრამატურგი, დაიბადა 1967 წელს. დაამთავრა არისტოტელეს უნივერსიტეტი თესალონიკში. პროფესიით ლინგვისტი, ბერძნული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე რომანი და პიესა. „შენი სილამაზე“, „წყალმა იცის“, „ტბა“, „მუცელი“, „დაშლა“, „განთავისუფლება“, „კარი“, „პასტორ ვოგის ზღაპრები“ - მხოლოდ რამდენიმე მათგანია. ქართულად გამოსულია მისი რომანი „კარი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“, 2023. მთარგმნელი: ანინა გოგოხია) ასევე თარგმნა ტენესი უილიამსის, ფედერიკო გარსია ლორკას პიესები და ანტიკური ბერძნული ტრაგედიები თანამედროვე ბერძნულ ენაზე. ბოლო რამდენიმე წელია ასწავლის შემოქმედებით წერა-კითხვას. ამავდროულად, დიმიტრისი აქტივისტია რასობრივი და სექსუალური დისკრიმინაციის საკითხებში. ცხოვრობს ათენში. ფესტივალის პროგრამის პარალელურად დიმიტრისი თბილისში ბერძნული ენის მთარგმნელობით სემინარებს ჩაატარებს, რომელშიც ქართველი მთარგმნელები მიიღებენ მონაწილეობას.
ცეკურასის რომანი “კარი” ქართულად გამომცემლობა ინტელექტმა გამოსცა (2023, მთარგმნელი - ანინა გოგოხია).
კარი
აბსტრაქტი
ჩვენი ისტორიის გმირი, დაახლოებით ორმოცდაათი წლის ინტელექტუალი, რომელიც რაღაცით დომენიკოს თეოტოკოპულოსს ჩამოჰგავს, მარტო ცხოვრობს. და ძალიან ეშინია, რომ თუ შემთხვევით დროზე ადრე მოკვდება (რადგან წინასწარ არასდროს იცი), ვერავინ იპოვის. ერთ მშვენიერ დღეს, ის თავისი სახლის კარს ჩამოხსნის და ნაგავში აგდებს. რატომ? იმიტომ, რომ ერთი მხრივ, როცა მოკვდება, სუნით უფრო ადვილად მიაგნებენ. მაგრამ, მეორე მხრივ, იმიტომ, რომ ჩვენი ისტორიის გმირს ძალიან აინტერესებს, „რამდენ ქურდს გააღიზიანებს“ მოღიავებული სახლი, სახლი “კარის” გარეშე. და გულახდილად რომ ვთქვათ, არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს, რაც შემდეგ იქნება, რეალურად მოხდება თუ რეალობის მიღმა. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ყველაფერი შემაძრწუნებელ მნიშვნელობას
იძენს…