ნევა ლუკიჩი (ხორვატია)

მწერალი და კურატორი ნევა ლუკიჩი დაიბადა ზაგრებში, 1982 წელს. ამჟამად ცხოვრობს ზაგრებსა და ბელგრადში. ლუკიჩი პოეზიისა და მოთხრობების რამდენიმე კრებულის, ორი ნახატი წიგნის, თეატრალური პიესის, რადიოპიესის და მოკლემეტრაჟიანი ექსპერიმენტული ფილმის ავტორია. ვიზუალური ხელოვნებისა და ლიტერატურის მიმართ ინტერდისციპლინარული მიდგომის შედეგად სხვადასხვა არტისტებთან თანამშრომლობით ის ქმნის ვიდეოპერფორმანსებსა და რადიო/თეატრალურ პიესებს. მისი ლექსები და მოთხრობები იბეჭდება სხვადასხვა ჟურნალებში, ელექტრონულ პლატფორმებსა და ანთოლოგიებში, ასევე, გადაიცემა რადიოთი.  ნევა ლუკიჩი მონაწილეობას იღებს სხვადახვა ლიტერატურულ და კინო ფესტივალებში; მიღებული აქვს ზდრავკო პუჩაკის პრემია და ხორვატული მატრიქსის პრიზი პოეზიაში (2010).

 

ხორბლის ჯვრები

ჯვრების დღეებში

მდინარეთა მაგივრად

მოედინებოდა ქალაქში

მწვანე ხორბალი.

მწვანე ხორბალი,

ლერწმის ხორბალი,

ამგვარად, ბავშვების

შიშველი ღრუბელი

ციალებდა მდინარეებზე,

იჭერდნენ ხორბალს

მომუჭული ხელით.

მაგრამ ხორბალი სხლტებოდა

თითებს შორის,

და ერთადერთი, რასაც

ხედავდნენ,

იყო თავის ქალები

შეერთებული მავთულებით.

ბავშვები თვალები დააჭყიტეს

მზის მრუდისაკენ,

შემდეგ დახარეს ქუთუთოები

მეორე მხარეს,

და როდესაც ჩაეფლო ის

თბილ ხმიადში,

მარცვლებთან ერთად ჭამდნენ

საკუთარ მოღუშულ ფალოსებს.

 

ინგლისურიდან თარგმნა დავით ჩიხლაძემ