თბილისის მე-8 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მონაწილეები

წარმოგიდგენთ თბილისის მე-8 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის უცხოელ მონაწილეებს:

 

  • ბობ ჰოლმანი, აშშ
  • დანიელ ვისერი, ავსტრია
  • ია კივა, უკრაინა
  • იაცეკ დენელი, პოლონეთი
  • პოლინ პიკო, საფრანგეთი
  • იან ბაკე, ნიდერლანდები
  • ნაიელ გრიფითსი, გაერთიანებული სამეფო
  • კარმინ მიხელსი, ბელგია
  • კეი ოკამოტო, იაპონია
  • ინგა გაილე, ლატვია
  • საიმონ ო' ფეილან, ირლანდია
  • ნევა ლუკიჩი, ხორვატია
  • დიმიტრის ცეკურასი, საბერძნეთი
  • სალიმ ბაბულაოღლი, აზერბაიჯანი
  • გრეის ჰინსი, აშშ
  • კარენ ანტაშიანი, სომხეთი

შეგახსენებთ, რომ თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი წელს 3–7 ივნისს გაიმართება. წლევანდელი ფესტივალი მომავალს ეძღვნება. პროგრამის თემაა „ერთი მომავალი“, რომელიც ასე საერთოა ყველასთვის, განურჩევლად წარმომავლობის, იდენტობის თუ კულტურული კუთვნილებისა.

ფესტივალზე გაიმართება დისკუსიები, სადაც ეს თემა ბევრ სხვადასხვა ჭრილში იქნება განხილული. პროგრამაში ასევე იქნება პოეტური საღამოები და შეხვედრები პროზაიკოსებთან, რომელთა წიგნები უკვე გამოცემულია ქართულად. 

სრული ინფორმაცია ფესტივალის პროგრამისა და მხარდამჭერების შესახებ გამოქვეყნდება ფესტივალისა და მწერალთა სახლის ვებგვერდებზე და სოციალურ არხებზე.